საზოგადოება უბედური შემთხვევა 59-ე სკოლაში 2012, 11 დეკემბერი, 18:12 თბილისის 59-ე სკოლაში რამდენიმე საათის წინ უბედურ შემთხვევას პირველკლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბავშვს საწერი კალმის ხუფი გადაეყლაპა და სუნთქვა ვეღარ შეძლო. მასწავლებლის განცხადებით ბავშვი გახანგძლივებულ ჯგუფში იმყოფებოდა, როდესაც მოითხოვა საჭირო ოთახში წასვლა, იქიდან დაბრუნებულმა კი მას უთხრა რომ კალმის ხუფი გადაეყლაპა. გამოიძახეს დსსასწრაფო დახმარება თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 602 28-ს მოსწონს
|