x
image
worldsport.ge
ანდრეს ინიესტა: “ბარსელონა” მესიზეა დამოკიდებული”

image“ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ხაზი გაუსვა, რომ მომავალი სეზონისთვის გუნდის ბირთვი უნდა შენარჩუნდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ კატალონიელები მესიზე არიან დამოკიდებულები, მაგრამ ეს ის კომპონენტი არაა, რომელიც უნდა შეიცვალოს.
“როდესაც ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ გუნდი უნდა გავაუმჯობესოთ, რათა “ბარსამ” უფრო სანახაოებრივი და შედეგიანი ფეხბურთი ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელ ბირთვს დიდი გამარჯვებების მიღწევა კიდევ შეუძლია. ჭკუიდან არ უნდა შევიშალოთ და გლობალურად რაიმეს შეცვლა საჭირო არაა. დიახ, “ბარსელონა” მესიზეა დამოკიდებული, რადგან ის გუნდის საკვანძო მოთამაშეა. არსებობს რაღაც, რისი შეცვლაც საჭირო არაა”, – იუწყება ინიესტას სიტყვებს sport.es-ი.


www.worldsport.ge

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0