x
image
ვიზა კოხაძე
ოსკარის ნომინანტი ინგლისელი მსახიობი თავის რჩეულზე დაქორწინდა
image
imageimage

ოქროს გლობუსის, ბაფტასა და ოსკარის ნომინანტი ინგლისელი წარმომავლობის კინო - ტელევიზიის მსახიობი კირა ნაითლი ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით თავის რჩეულ მამაკაცზე დაქორწინდა, რომელთანაც ურთიერთობა დიდი ხანი ჰქონდა.ჰოლივუდის მსახიობმა კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო.იგი 7 წლის იყო, როცა მისი პირველი დებიუტი შედგა ფილმში "სამეფო დღესასწაული".შემდეგ იყო მინი სერიალსა და არა ერთ ტელეშოუში გადაღებები, რომლებიც ევროპის მასშტაბით გადაიცემოდა. მსახიობმა საერთაშორისო წარმატებას 2003 წელს მიაღწია, როცა გოგონა მხოლოდ 18 წლის იყო.მას წარმატება მოუტანა ფილმებმა "დაარტყი როგორც ბექჰემმა" და "კარიბის ზღვის მეკობრეები", რის შემდეგაც იგი ლიდერი მსახიობიც კი გახდა.სწორედ აქედან დაიწყო მისი გამოჩენა ჰოლივუდში და ელიზაბეტ ბენეტის როლის შესრულებისათვის ფილმმა "სიამაყე და ცრურწმენა" ოსკარის ნომინაციაც მოაპოვებინა.

imageდღეს კი ოსკარის ნომინანტი ბრიტანელი მსახიობი და მოდელი კირა ნაითლი ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ თავის რჩეულზე ჯეიმს რაიტონზე დაქორწინდა საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქ მაზანში.როგორც ამბობენ, საქორწინო ცერემონიაზე, რომელიც მხოლოდ ნახევარი საათი გაგრძელდა, 100 ადამიანი იყო მოწვეული.წყვილი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მოკრძალებული ქორწილი ჰქონოდათ, რათა პრესის წარმომადგენლებისთვის თავი აერიდებინათ, ( მათ მოკრძალებულ საქორწინო ცერემონიალზე მათი უბრალო და სადა ჩაცმულობაც მეტყველებს)მაგრამ რუსულ საიტებზე პაპარაცების მიერ გადაღებული რამოდენიმე ფოტო იქნა გავრცელებული.როგორც imageჩანს, პაპარაცებმა მაინც მოახერხეს წყვილზე სურათების გადაღება.

image











image












imageimage
image

2
73
25-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
73
  
0 1 2