x
image
ვიზა კოხაძე
რატომ უწოდებს გიორგი ფარესაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას და ვის ამხელს იგი

imageინტერნეტში გავრცელდა გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, სადაც მასთან ერთად კიდევ ორი პიროვნებაა ასახული. გიორგი ფარესაშვილი ფაბრიკაციას უწოდებს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალას და განმარტავს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მის მიერ სამი პიროვნების მხილებას უკავშირდება აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება.კონკრეტულად პრემიერის მრჩეველ გია ხუხაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს გელა ხვედელიძეს და გენ.პროკურორის მოადგილეს - ლაშა ნაცვლიშვილს.ფარესაშვილის განცხადებით, სწორედ ამ სამმა პიროვნებამ ჩაიგდო ხელში ის ბიზნესები, რომლებიც ვანო მერაბიშვილისა და "ნაც.მოძრაობის' კლანს ჰქონდა.აგრეთვე საუბრობს ინფორმაციაზე, რომელიც გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძისა და მისი მეუღლის გიორგი კონდახაშვილის თანამშრომლობას ადასტურებს.ფარესაშვილი არ ენდობა ქართულ გამოძიებას და მოითხოვს, კადრები, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, საერთაშორისო ექსპერტების მიერ იქნას შესწავლილი.საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ თემას უკავშირდება სწორედ ის აქცია, რომელიც რუსთაველზე გაიმართა და ინციდენტითაც დასრულდა.

imageშს სამინისტრომ ამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.თუმცა მის მიერ დასახელებული პირები კატეგორიულად უარყოფენ ერთმანეთის ნაცნობობასაც კი და აცხადებენ, რომ პრემიერის მრჩეველს საერთოდ არ იცნობს მაგალითად - მოგელაძის მეუღლე გიორგი კონდახაშვილი.ხოლო პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი imageაცხადებს, რომ ფარესაშვილი დეზინფორმირებულია და -"იგი კონკრეტულმა პირებმა საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენეს."

სახალხო დამცველის აპარატი საქმის დაკვირვებას იწყებს და თავად დამცველი კატეგორიულად გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას, ისევე როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "აღმაშფოთვებელს" უწოდებს მომხდარს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან პირად კონტროლზე აიყვანა ფარესაშვილის საქმე.

3
454
29-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
454
  
2013, 5 მაისი, 1:04
როგორ მაინტერესებს კადრები და ვერსად ვერ ვნახე
2013, 5 მაისი, 1:02
საინტერესოაა....
0 1 3