x
image
worldsport.ge
კონტე წელიწადში 5 მილიონს ითხოვს

imageტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ხელფასის გაზრდა სურს.
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport - ის ინფორმაციით, 43 წლის სპეციალისტი უახლოეს ხანში ტურინული კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე დაილაპარაკებს. კონტე წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს ითხოვს. ამჟამად მისი ანაზღაურება 2 მილიონია.
კონტე “იუვენტუსს” 2011 წლიდან წვრთნის და პირველივე სეზონში გუნდის იტალიის ჩემპიონობამდე მიიყვანა. აქვე გეტყვით, რომ ტურინელებს მორიგი ოქროს მედლების მოპოვება სერია A-ს უკვე მომდევნო ტურში შეუძლიათ.


www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0