x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
კიდევ ერთი ჭორი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ....

imageინგლისურმა "სანმა" გამოქვეყნა ინტერვიუ, ბრაზილიელ მოდელ ანდრეს ურაჩთან ჩაწერილი, რომელიც აცხადებს, რომ ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა და მადრიდის რეალის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, დორტმუნდთან მატჩის წინ (გერმანიაში), 48საათით ადრე, რამდენიმე საათი მასთან გაატარა. ამ ინტერვიუმ აღაშფოთა ფეხბურთელი, რომელიც აცხადებს რომ მოდელი ამას პოპულარობის გამო იყენებს და რასაც აცხადებს მტკნარი სიცრუეა. კრიშტიანუ ზუსტად ამ დროს, რასაც ქალი ასახელებს, ჟურნალისტთან მანუ საინსთან ინტერვიუზე იმყოფებოდა და თავისთავად ჟურნალისტს ამის დამტკიცებაც შეუძლია. ამ ფაქტს არ აუღელვებია არც ირინა შეიკი, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია რონალდუს მეგობარი გოგოა, მან თავის გვერძე სოციალურ ქსელში, ფეხბურთელთან გადაღებული სასიყვარულო ფოტოებიც კი ატვირთა ამის პასუხად.ანდრესს პოპულარობისთვის ეს ხრიკი აშკარად არ გამოუვიდა, ასე რომ, რაიმე უფრო დამაჯერებელი ფაქტის მოფიქრება დაჭირდება სამომავლოდ.

image

imageimageimageimage



0
29
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0