x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
პიკეს წიგნიდან: "დებიუტი ესპანეთის ნაკრებში"
image

როცა ყველაფერი კარგად მიდის, შენი გუნდი იგებს ყველა თამაშს და თან შენც დიდი წვლილი მიგიძღვის ამაში, არც ისე შორს არის საჩუქარი ამ ყველაფრისთვის. თებერვლის ერთ-ერთ დღეს, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს უნდა გამოეცხადებინა შემადგენლონა ინგლისთან ამხანაგური თამაშისთვის. ვარჯიშის შემდეგ აბაზანაში ვიყავი, როცა გასახდელიდან ყვირილის ხმა გავიგონე: "ბუსი და პიკე განაცხადში არიან!"

იმ მომენტში აბაზანიდან ვერ გამოვედი, შოკში ვიყავი. ჩემში ყოველთვის იყო იმედის პატარა სხივი, რომ დადგება დღე, როცა მე მოვხდები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი, გუნდელები მილოცავდნენ. ტელეფონი ავიღე, რომ მშობლებისთვის დამერეკა მაგრამ მივხდი, რომ დავაგვიანე: ეკრანზე მამაჩემის გამოტოვებული 10 ზარი იყო. მშობლებთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთი ამბავი მითხრეს, რადგან პირველად ვიყავი გამოძახებული ნაკრებში უნდა ჩამეტარებინა პრესკონფერენცია. მოკლედ რომ ვთქვა იმდენად ემოციური იყო ეს დღე, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი დებიუტი ნაკრებში უნდა შემდგარიყო შემდეგ კვირას სევილიაში. ორშაბათს საღამოს უკვე ნაკრებში ვიყავი, სამშაბათს ვარჯიში გვქონდა, ხოლო ოთხშაბათს 2009 წლის 11 თებერვალს ფურია როხას მაისური მოვირგე. ეს დღე სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს იყო ჩემი დებიუტი ესპანეთის ნაკრებში, იმიტომაც რომ მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ჩემი დებიუტის დღეს მოედანზე პირველივე წუთებზე გამოვიდოდი. ყოველთვის მადლობელი ვიქნები ვისენტე დელ ბოსკესი იმ ნდობისთვის რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინა. ისეთი თამაში იყო, რომელშიც დებიუტს ყველა იცონებებდა, ჩემი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, არ შემიძლია არ ავღნიშნო ატმოსფერო სტადიონზე, გულშემატკივარი 90 წუთის განმავლობაში გვიჭერდა მხარს ის შეხვედრა 2:0 მოვიგეთ.


თამაშის შემდეგ სასტუმროში წავედით, გუნდის ყველა წევრს ვთხოვე რომ ჩემს მაისურზე ავტოგრაფი დაეტოვებინათ რომელსაც დღემდე ვინახავ, ყველაფერთან ერთად ის დღე იმდენად ბედნიერი იყო ჩემთვის, რომ ავიღე იგივე ნომერი რომელიც ბარსელონაში მაქვს და რომელსაც ყოველთვის წარმატება მოაქვს ჩემთვის.

რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთი თამაში ჩაატარა, ამჯერად "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვითამაშეთ თურქების წინააღმდეგ. ეს თამაში იყო ოფიციალური, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტური. მე განაცხადში ვიყავი, ისევ ძირითად შემადგენლობაში. ეს ჩემი პირველი ოფიციალური თამაში იყო ფურია როხას შემადგენლობაში. თურქებმა კარგად დაიწყეს თამაში, თავიდან ვერ შევძელით გვეჩვენებინა ჩვენი თამაში. შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავედით. გასახდელში ვისენტე დელ ბოსკემ გვითხრა, რომ სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ ბურთით და თავბრუ დავახვიოთ მათ თამაშის ტემპით. მეორე ტაიმში ყველაფერი უკეთესად დაიწყო. ჯარიმის შემდეგ რომელიც ჩამოაწოდა ხავიმ, ბურთი ჩემსკენ წამაოვიდა და მე ანგარიში გავხსენი. ეს იყო ჩემი საუკეთესო დებიუტი ოფიციალურ თამაშში. თამაში მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.

image

გასახელში გასვლის დროს დავინახე ბაბუაჩემი ამადორ ბერნაბეუ, რომელიც ბედნიერი და გახარებული კიბესთან მელოდებოდა ბებიასთან ერთად. საკუთარი თავით ვამაყობდი როცა ბაბუა ასეთი ბედნიერი დავინახე. ბებიაც ძალიან ბედნიერი იყო. ის როცა ახერხებს ყოველთვის ესწრება ჩემს თამაშებს არა აქვს მნიშვნელობა ბარსელონას თამაშია ეს თუ ესპანეთის ნაკრების. ყველაზე საკვირველი ის არის, რომ თამაშის შემდეგ გასახდელში პირველი რასაც ვაკეთებ ეს არის ტელეფონის შემოწმება, პირველი მესიჯი ყოველთვის ბებიასგან მხვდება. ასეთი დიდებული გულსემატკივარი მყავს მისი სახით.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0