x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
პიკეს წიგნიდან: "მადრიდში გამარჯვებისთვის"
image

ხუმრობაში, თამაშსა და ვარჯიშში ლა ლიგის ფინალამდე მივედით სწორედ იმ დიდებულ მაისში.

ძალიან კარგად მახსოვს ის დღეები, მთელი მსოფლიო თვლიდა, რომ ჩვენ საუკეთესო ვიყავით. მაგრამ არავინ იცის ვინ მოიგებს კლასიკოში. მადრიდს 4 ქულით ვუსწრებდით, გამარჯვების შემთხვევაში სამ ქულას მოიპოვებდნენ. ჩემპიონატის დამთავრებამდე კი 4 ტური რჩებოდა.

თამაში კარგად გამოგვდიოდა და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავით. როცა ჟურნალისტები კითხვებს გვისვამდნენ ყველა პასუხი თითქმის ერთნაირი იყო: "ჩვენ მშვიდად ვართ, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს თამაში, ჩვენ მაინც ლიდერები ვართ".


კლასკოს დღეც მოვიდა, პეპმა ყველა შეგვკრიბა და გვითხრა: "დაივიწყეთ ის აზრი, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს თამაში ჩვენ ლიდერებად ვრჩებით, დაივიწყეთ ეს სიტყვები. მადრიდში ჩვენ გამარჯვებისთვის მივდივართ". დაგვარწმუნეს რომ ერთადერთი გზა, გავხმდარიყავით ჩემპიონები ეს იყო რეალის დამარცხება სანტიაგო ბერნაბეუზე.

მადრიდში თამაშის დღეს გავფრინდით. დავისვენეთ და სტადიონზე წავედით. მინდა გამოვყო რომელიმე ფეხბურთელი, მაგრამ არ შემიძლია, იმიტომ რომ მთელმა გუნდმა ითამაშა ვსაუბრობ არა მარტო მათზე ვისაც წილად ხვდა ბედნიერება მოედანზე გამოსულიყო.

image

ამ თამაშზე ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა, არა იმიტომ რომ გოლი გავიტანე არამედ იმიტომ რომ ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბევრი ამბობდა რომ სანამ ანგარიში 2-6 გახდებოდა იკერმა და კანავარომ გადაწყვიტეს, რომ მე პასს ლეოს მივცემდი და მისი დაფარვა გადაწვიტეს. მაგრამ ეს სიმართლე არ არის ნუთუ ისინი ფიქრობდნენ, რომ 60 მ გარბენის შემდეგ, როცა აღმოვჩნდი მადრიდის მეკარის წინ სანტიაგო ბერნაბეუზე, მე ჟერარდ პიკე, ვხედავ ტაბლოზე ციფრს 2-5 გავჩერდები მეკარის წინ და დავიწყებ ფიქრს რა გავაკეთო? ისინი ფიქრობდნენ რომ მე ასეთი იდიოტი ვარ? ასეთ მომენტს ხელიდან ვერ გავუშვებდი, ბურთი ბადეში გავგზავნე ეს ყველაფერი ფოტოდან და ვიდეოდან მახსოვს, თუ თქვენთვის ის მომენტი როცა ბურთი ბადეში მიდიოდა ჩვეულებრივი სანახავი იყო ჩემთვის ეს იყო იმდენად ბედნიერი წუთი რომ ის ჩემი მეხსიერებიდან გაქრა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთვრალი ვიყავი.

image

შემიძლია დაგარწმუნოთ რომ დღემდე ბედნიერი ვარ როცა ეს გოლი მახსენდება.

თამაშის შემდეგ ბარსელონაში გავფრინდით, აეროპორტში უამრავი ადამიანი დაგვხდა. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ბავშვივით მიხაროდა. დიდი მადლობა თქვენ ყველას, რომლებიც ცხოვრობენ და სუნთქავენ ბარსელონას ფერებით. მეორე დღეს გულშემატკივრისგან ზედმეტსახელი მივიღე "პიკენბაუერი". პირველად როცა ეგ გავიგე აღვშფოთდი მაგრამ თანდათან შევეგუე და მათ მადლობაც გადავუხადე. თუმცა ვთვლი რომ ჩემი შედარება ისეთ ფეხბურთელთან როგორიც ფრანც ბეკენბაუერია ზედმეტია. არა მხოლოდ ყველა იმ ჯილდოს გამო, რომელიც მან აიღო არამედ იმ თამაშითაც რომელსაც ის აჩვენებდა, კამყოფილი ვიქნებოდი თუ ერთ დღეს გავხდებოდი იმის ნახევარი მაინც როგორიც ბეკენბაუერია.

1
30
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
30
  
2013, 30 აპრილი, 0:57
Barca campioneeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee
0 1 1