x
image
worldsport.ge
ვან პერსიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი რეკორდი დაამყარა

image“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ სადებიუტო სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა.
ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგის 35-ე ტურში, ყოფილ გუნდთან, ლონდონის “არსენალთან” (1:1) პენალტით გატანილი გოლი ჰოლანდიელი თავდამსხმელისთვის ამ სეზონში 25-ე აღმოჩნდა. ასეთი შედეგისთვის მას 35 მატჩი დასჭირდა.
აქამდე რეკორდი ბრაიან მაკლეირს ეკუთვნოდა, რომელმაც 1987-1988 წლების სეზონის 40 თამაშში მოწინააღმდეგეთა კარი 24-ჯერ აიღო. ვან პერსიმ კი, საერთო ჯამში, ყველა ტურნირში, “მანჩესტერ იუნიატედის” მაისური 45-ჯერ მოირგო და 29 გოლი მიითვალა.



www.worldsport.ge

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0