x
image
worldsport.ge
ტერი ნაკრებში დასაბრუბნებლად მზადაა

imageლონდონის “ჩელსის” ცენტრალურმა მცველმა ჯონ ტერიმ, შესაძლოა, საერთაშორისო კარიერა განაახლოს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელმა შარშან სექტემბერში ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ტერის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მცველ ენტონ ფერდინანდის რასისტული შეურაცხყოფისთვის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
აქამდე ჯონის ბოლო, 78-ე მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მოლდოვის წინააღმდეგ შედგა. ახლა Guardian-ი ირწმუნება, რომ ტერიმ ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა, რომლის შემადგენლობაშიც ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სურს მონაწილეობა და ამის შემდეგ ეროვნულ გუნდს საბოლოოდ დაემშვიდობება.
ფეხბურთელმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო ასოციაციის დირექტორი დევიდ ბერნშტეინი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ამასთან, ინგლისის ნაკრების დაცვა საკადრო პრობლემებს განიცდის და ტერის დაბრუნებით პრობლემების გამოსწორების იმედი აქვს. ინგლისის ნაკრებს უახლოესი ამხანაგური მატჩები 29 მაისს (ირლანდიასთან) და 2 ივნისს (ბრაზილიასთან) ელის და სავრაუდოდ, ვეტერანის დაბრუნებაც ამ პერიოდში შედგება.


www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0