x
image
worldsport.ge
დელს ბოსკეს გერმანია მუნდიალის ფავორიტად მიაჩნია

imageესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკეს აზრით, თუ გერმანიის ნაკრები მიუნხენის “ბაიერნისა” და დორტმუნის “ბორუსიას” მსგავს სტილში ითამაშებს, მაშინ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მთავარ ფაფორიტად შეიძლება ჩაითვალოს.
“გერმანული ფეხბურთი თანამედროვე მოთხოვნებს ძალიან კარგად ეგუება. “ბაიერნმა” და “ბორუსიამ” აჩვენეს, რომ გერმანიაში ბურთის ფლობა უყვართ და შეუძლიათ. თუ გერმანიის ნაკრები მსგავს სტილში ითამაშებს, მაშინ, მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი უკვე ცნობილია”- იუწყება ესპანური ინტერნეტგამოცემა sport.es-ი.


www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0