x
image
ხიზანიშვილი
ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ ძიება შეწყდა

image- ლუკა კურტანიძის მიერ თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება შეწყდა. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება საქმეზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო მიიღო. პოლიციის აკადემიის პრორექტორმა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კურტანიძემ, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 2013 წლის 30 იანვარს სცემა. ყაზარაშვილის თქმის კურტანიძე მას ფიზიკურად იმიტომ გაუსწორდა, რომ მწვრთნელების გათავისუფლებაზე ხელი არ მოაწერა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა შემდგომ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ყაზარაშვილსა და კურტანიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება მხოლოდ პირადი კონფლიქტი იყო და სამართალდამცავების ჩარევას არ საჭიროებდა. თავად კურტანიძე კი ცემის ფაქტს უარყოფდა: "როგორ გგონიათ, თემურ ყაზარაშვილს ფიზიკურად რომ გავსწორებოდი როგორ მდგომარეობაში იქნებოდა, ამდენს ვერ ილაპარაკებდა. მაგას თვალზე აქვს პრობლემა და შეიძლება სიბნელეში რაღაცას მიეჯახა და რაღაც დაბეჟილობა მიიღო." განაცხადა ლუკა კურტანიძემ ინციდენტზე კომენტირებისას.

1
25
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
25
  
0 1 1