x
image
ხიზანიშვილი
უნდა მოხდეს თუ არა აბორტის კრიმინალიზაცია

image- ეროვნული ფრონტი აბორტის კრიმინალიზაციის მოთხოვნით, ხოლო ფემინისტები ანტიაბორტის აქციის საწინააღმდეგოდ. ხმაურიანი აქციები დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართა. აზრთა სხვადასხვაობის გამო შელაპარაკება მოხდა, რაც შემდგომ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სიტუაციის განსამუხტად კი საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

- ეროვნული ფრონტის მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფომ მოახდინოს აბორტის კრიმინალიზაცია, რადგან მათი განცხადებით მუცლიდან მოწყვეტა ჩვილი ბავშვების ისეთივე მკვლელობაა, როგორიც ჩვეულებრივი ზრდასრული ადამიანის მკვლელობა. ეს გაცილებით უარესი და საზარელი დანაშაულია, რომელიც მიმართულია პირდაპირ ერის გენოციდისკენ.

- განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ "ფემინისტებს". ისინი აცხადებდნენ, რომ აბორტის აკრძალვა იწვევს არალეგალურ აბორტებს, რაც შემდეგ ქალების სიკვდილიანობაში გამოიხატება. მათივე განცხადებით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს დემოგრაფიაზე 77 000 ათასი ბავშვი სიღატაკეში არ უნდა ცხოვრობდეს და უამრავი ბავშვი არ უნდა კვდებოდეს იმითი, რომ არ აქვს წამალი და არ აქვს საჭმელი.

1
45
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
45
  
2013, 8 აპრილი, 2:37
რათქმაუნდა აბორტის წინააღმდეგი ვარ, ეს ყველა ქალის შეგნებაში უნდა იყოს, მაგრამ კრიმინალიზაცია დაუშვებელია, რადგან მერე დაიწყება არალეგალური და არაპროფესიონალური აბორტების კეთება რაც სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს. ეროვნულ ფორუმს მაგდენი შეგნება უნდა ქონდეს რომ ასეტი სისულელე არ მოითხოვოს.
0 1 1