x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
NTV: "ევროპარლამენტარებმა ივანიშვილის ენა ვერ გაიგეს..."

image- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით რუსულმა NTV-მ სიუჟეტი გააკეთა, სადაც განაცხადეს, რომ "ევროპარლამენტარებმა ივანიშვილის ენა ვერ გაიგეს."

- ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტში თავისი გამოსვლა ფრანგულ ენაზე დაიწყო. ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი არის საფრანგეთის მოქალაქე, შემდეგ კი ლაპარაკი გააგრძელა წინაპართა ენაზე, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა სხდომაზე ქართულიდან თარგმნასთან დაკავშირებით, რადგან მოხსენებას ჯერ ინგლისურად და ფრანგულად თარგმნიან, შემდეგ კი სხვა დანარჩენ ოფიციალურ ენებზე. დეპუტატების უმრავლესობამ კარგად ვერ გაიგო რაზე ლაპარაკობდა ივანიშვილი. ასეთ შეფასებას უკეთებს რუსული არხის, NTV-ს კორესპონდენტი საქართველოს პრემიერის გამოსვლას ევროპარლამენტში. ჟურნალისტი დასძენს, რომ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე ბიძინა ივანიშვილმა პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა არ უნდა აკრიტიკოს სხვა ქვეყნები. NTV-ს ჟურნალისტი ყურადღებას ივანიშვილის" ოცნებაზეც" ამახვილებს - ბატონმა ივანიშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატებს გაუზიარა თავისი "ოცნება" საქართველოსა და რუსეთს შორის მოწესრიგდეს და დალაგდეს ურთიერთობები. მართალია ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს დროის საკითხია და არც ისე მალე მოგვარდება როგორც ბატონ პრემიერს სურს, მაგრამ ამის იმედს მაინც იტოვებს, აღნიშნა კორესპონდენტმა.

1
330
6-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
330
  
0 1 1