x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ძაღლია!!!

წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ძაღლის ჯიშს-ვენგრული ნაგაზი, კომონდორი. ცხოვრობს იქ სადაც მისი სახლია, რადგან ის შინაური ცხოველია. ამ ძაღლის ბეწვს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება, რადგან მისი სიგრძე 1 მეტრს აღწევს. ბეწვის დავარცხნა შეუძლებელია, მაგრამ მისი ზრდის დროს წარმოქმნილი ნაწნავები აუცილებლად უნდა განცალკევდეს, რათა არ გადაიხლართოს. ეს ნაწნავები დრედებს მაგონებს. არაოფიციალურად ეს ცხოველი ატარებს ტიტულს "ვენგრული ნაგაზების მეფე", ის მსოფლიოში ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძაღლია, სიმაღლე 80 სანტიმეტრს აღწევს, თავისებური ბეწვი კი მას კიდევ უფრო შთამბეჭდავ ზომებს სძენს.image


ამ უზარმაზარი ძაღლის გამოკვება ძალიან მარტივია. როგორც ყველა სხვა მეცხვარე ისიც მარტივი საკვებით იკვებება და ჭამს ძალიან ცოტას. 1 კილოგრამი საკვები დღეში მისთვის სრულიად საკმარისია.image


ყველა ადამიანი გაოცებული ჩერდება, როდესაც ამ საოცარ ძაღლს ხედავს. კულულები მის სახეს მთლიანად ფარავს, რის გამოც შეუძლებელია ძაღლის თვალების გამომეტყველების დანახვა. სწორედ ამიტომ მხოლოდ ამ ჯიშის კარგად მცოდნე სპეციალისტებს შეუძლიათ გაიგონ როგორ ხასიათზეა ძაღლი.image


გიამბობთ ამ ძაღლის ჯიშის წარმოქმნის ლეგენდას. ერთხელ მეცხვარეებმა მგლის ლეკვები იპოვეს და მათ წყალი მისცეს. ლეკვები, რომლებმაც წყალი ჩაყლაპეს მეცხვარეებმა დახოცეს, ხოლო ლეკვები, რომლებიც წყალს ძაღლის მსგავსად სვამდნენ მათ თან წაიყვანეს და ცხვრების მოვლა ასწავლეს. სწორედ ასე წარმოიქმნა ვენგრული მეცხვარე ძაღლების ჯიში.image

3
161
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
161
  
2013, 22 აპრილი, 22:49
აუ რა მაგარი ძაღლიაა:D:D:D:D:Dარა ეს უფრო ზღარბია:D
2013, 22 აპრილი, 20:29
უი დედა ეს რა არის...:)))))))
0 1 3