x
image
ვიზა კოხაძე
როგორ აქცია "მეტალის დეტექტორმა" ინგლისელი მოქალაქე მილიონერად

imageადამიანი, რომელზეც მინდა მოგითხროთ, არც ცნობილი მსახიობი და არც ცნობილი მომღერალი ან სპორტსმენია.ის უმოკლეს დროში საავადმყოფოს მზარეულობიდან მილიონერად იქცა.ეს პიროვნება ინგლისური წარმოშობის დავე ქრისპი გახლავთ. საინტერესო ისტორია კი ასე დაიწყო.

imageimage ინგლისის მოქალაქე დავე ქრიპსი მთელი ცხოვრება საავადმყოფოში მზარეულად მუშაობდა.რამდენიმე წლის წინ მან შეიძინა მეტალის დეტექტორი, რომლითაც უნდოდა თავისი ქვეყნის სამხრეთ - დასავლეთ სანაპიროზე "ცდები" ეწარმოებინა ერთადერთი მიზნით, რომ საკუთარი დეტექტორი გამოეცადა და სხვა არაფერი.მაგრამ მოხდა სასწაული და სწორედ აღნიშნული "ცდების" ჩატარების პროცესში იგი წააწყდა ვერცხლისა და ბრინჯაოს აუარებელ რომაულ მონეტას.რამდენიმე საათში გახდა საავადმყოფოს მზარეული მილიონერი.მონეტების რაოდენობა 52 000 იყო, რაც ერთი მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტს წარმოადგენს.

imageექსპერტების ვარაუდით, აღნიშნული მონეტები 253 წლიდან 293 წლებში არის გამოშვებული.მათგან 700 - მდე მონეტაზე რომის ძლევამოსილი იმპერატორის მარკუს ავრელიუსის სახეა გამოსახული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზუსტად ამ წლებში გახლდათ იმპერატორი მარკუს ავრელიუსი, რომელიც იმ დროინდელ რეგიონს მართავდა.

რაც შეეხება თავად ინგლისელ დავე ქრისპს, მან გადაწყვიტა, რომ თავისი ქონების ნაწილი იმ მიწის მეპატრონეებზე imageგაენაწილებინა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მონეტების ამოღებაში და ეხმარებოდნენ მილიონერს მუშაობაში, გარდა ამისა ის ვალში იყო იმ მიწის მეპატრონეებთან, რომელ მიწაზეც ეს "საგანძური" იპოვა.imageimageimage

7
123
34-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
123
  
2013, 1 მაისი, 18:51
საინტერესოა
2013, 25 აპრილი, 0:33
საინტერესოა :)
2013, 22 აპრილი, 23:38
საინტერესოა
2013, 22 აპრილი, 16:28
: ) :) ) ) ) ) ) ) აუ რა გამაცინე!
2013, 22 აპრილი, 15:37
ზოგს რა ბედი აქვს მე სალხში საფულევს ვერ ვპოულობ ხოლმე სად დავდე :D
2013, 22 აპრილი, 15:30
დაბლოკილი ვიყავი.მომენატრეთ.:(((((
0 1 7