x
image
Soffia
"ახლა "გავარკვიე" რომ ახალ წელს დუბაიში შევხვედრივარ..." - აცხადებს გოგა ხაჩიძე

imageდღეს, ირინა იმერლიშვილმა და დავით საგანელიძემ ბრიფინგი გამართეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იხარჯებოდა არამიზნობრივად საბიუჯეტო თანხები. იმერლიშვილის განცხადებით: "არამიზნობრივად დაიხარჯა მილიონობით ლარი. კერძოდ საქართველოს
პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი მეგობრების, მისი სტუმრების, საზღვარგარეთულ ვოიაჟებსა და ძვირფას საჩუქრებზე. დაცვის, უსაფრთხოების სამსახურიდან იქნა დახარჯული თანხები, რომელიც მე დღეს ჩამოვთვალე და სრულიად შოკის მომგვრელ თანხებზეა საუბარი. როდესაც ლაპარაკია, მაგალითად ეხლა 2013 წელს დუბაიში ჩვენი კოლეგები, მათ შორის და ძველი პარლამენტის წევრები: კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წევრი გოგა ხაჩიძე, რომელიც ხშირად გვარიგებს ხოლმე ჩვენ, როგორ უნდა მოვიქცეთ. დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი - პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ ახალ 2013 წელს და მათ გართობაზე დაიხარჯა 240 ათასი ლარი. მხოლოდ აი ამ ახალი წლის შეხვედრის ღონისძიებაზე. ასევე ჩვენს კოლეგა ქალბატონს, პრეზიდენტმა უყიდა საკმაოდ ძვირად ღირებული მობილური ტელეფონის აპარატი და სამაჯური, რომელიც ასევე ამ დოკუმენტებში ჩანს და ძალიან სასაცილო, კომიკური თანხა
რომელიც პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა ერთად საკმაოდ ძვირადღირებულ ავსტრიულ კურორტზე დახარჯეს, გასახდომ პროცედურებში, რომელიც... 115 ათას ლარს აღწევს მათი ღირებულება. ეხლა წავა ძალიან სერიოზული სპეკულაციები თავდასხმები ჩემზე, უმრავლესობის წევრებზე. მაგრამ მე ცუდი ვარ თუ კარგი, ამის და მიუხედავად აი ამ საბუთებს მე მგონი ვერაფერს უზამენ"

აღნიშნულ განცხადებას "ბრალდებულების" მხრიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე გამოეხმაურა: "დღემდე მეგონა, რომ ახალ წელს ავღანეთში შევხვდი, ბაზა "შუკვანზე", ქართველ ჯარისკაცებთან ერთად...
რავიცი, ავღანეთს გავდა, სამხედრო ბაზაზე ვიყავით, ჯარისკაცები იყვნენ, სროლებიც იყო, ახალი წელიც დადგა, ბიჭებსაც მივულოცეთ, სადღეგრძელოც დავლიეთ, ჯარისკაცებს საჩუქრებიც ჩავუტანეთ...
ახლა "გავარკვიე" რომ ახალ წელს დუბაიში შევხვედრივარ..."

0
24
8-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0