x
image
Soffia
გოგა ხაჩიძეს პროკურატურაში იბარებენ?!

imageსულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურაში დასაკითხად იბარებენ. ჯერ-ჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა როგორც წესი ამგვარი ამბები პირველად სწორედ არაოფიციალურად, კულუარებიდან გამოჟონავს ხოლმე... ამ ფაქტთან დაკავშირებით ხაჩიძემაც გააკეთა მცირედი კომენტარები. გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელი სახით... "გოგა ხაჩიძეს ხვალ პროკურატურაში დაკითხავენ
აბა ჰე! აბა ჰო! :)
ყოფილ გარემოს დაცვის მინისტრს, გოგა ხაჩიძეს ხვალ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაკითხავენ. ოპნ-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ხაჩიძის მინისტრობის პერიოდში დიდი რაოდენობით თანხების გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. გოგა ხაჩიძეს ასევე გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე პირი უჩივის, რომლებსაც ხაჩიძის ოჯახმა, მისივე ლობირებით, სახნავ-სათესი სავარგულები წაართვა. ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ბრაკორნიორობასთან ყოფილი მინისტრის კავშირის დადასტურების შემთხვევაში, ხაჩიძეს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. აყვანილი ჰყავს თუ არა ექსმინისტრს ადვოკატი, ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გამოძიებას აწარმოებს საქართველოს გენერალური პროკურატურა."

ეს ციტატა თვითონ ყოფილი მინისტრის სოციალური ქსელიდან გახლავთ და მასვე მოსდევს შემდეგი "სტატუსი": "ფრენდებო, კიდევ ერთხელ განვმარტავ: პროკურატურას არ დავუბარებივარ, არც დამკავშირებია არავინ. ეს თემა ვინმე ჰერბეს თხოვნით გაიხსნა ფორუმზე." თუმცა მალევე ხაჩიძე კიდევ ერთ იუმორნარევ განცხადებას აკეთებს: "ბ-ნო ბიძინა, მადლობის მაგიერია?!
ზოგზოგიერთებმა რა გაკადრეს და მინისტრად დანიშნეთ...
მე კიდევ "მზეთუნახავზე" დაბალი რანგის სიტყვა არ წამომცდენია თქვენი მისამართით და დაჭერას მიპირებთ?!...
ტეხავს ბ-ნო ბიძინა, ტეხავს... )" როგორც ჩანს თვითონ ხაჩიძესთვისაც გაურკვეველია რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია, ამიტომ მასთან ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას... :)

8
667
10-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
667
  
2012, 1 დეკემბერი, 4:32
;დდდდდდდ
2012, 30 ნოემბერი, 22:01
ყველას როგორ ეზიზღება ეს უპატრონო, იმედია პარაშას გაახეხინებენ ხშირად
2012, 30 ნოემბერი, 19:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 30 ნოემბერი, 11:40
:D :D :D
2012, 30 ნოემბერი, 10:48
დაგაწიწკნიან მაგ ბლანჟეს ხაჩიძე კლეტკებში და მერე იბლატავე ბევრი.. ორ სიტყვას ვერ ამბობ გამართულად:D
2012, 30 ნოემბერი, 0:38
მართალი ხარ ))))))) ეგ სულ დამავიწყდა გამომივიდა ეგეც მეორე ლონდონის მერი რა!!
2012, 30 ნოემბერი, 0:37
და წაართმევენ ველოსიპედს :D
2012, 30 ნოემბერი, 0:36
მოპარსავენ ბლანჟეს და გამოუშვებენ.. !!!
0 1 8