x
image
worldsport.ge
ესპანელებს გვარდიოლას ერთგულების სჯერათ

imageესპანურმა გაზეთმა “მარკამ” “ბარსელონასა” და “ბაიერნის” მომავალ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. მკითხველებს უნდა ეპასუხათ, რას ფიქრობენ კატალონიური კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას წინასათამაშო განწყობაზე. შეგახსენებთ, ეს სპეციალისტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე “ბაიერნს” ჩაუდგება სათავეში.
7500 ადამიანის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ უმრავლესობა დარწმუნებულია გვარდიოლას “ბარსელონასადმი” სიყვარულსა და ერთგულებაში. 86 პროცენტის აზრით, ბავარიელთა მომავალი დამრიგებელი თავის ყოფილ კლუბს დაუჭერს მხარს.

2
381
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
381
  
2013, 17 აპრილი, 12:13
იმედია დაბრუნდება ისევე ბარსაში
2013, 13 აპრილი, 16:45
მაგარი კაცია :)
0 1 2