x
image
worldsport.ge
ქინქლაძე ინგლისში კვლავ გამოარჩიეს

imageბრიტანულმა Sabotage Times-მა მანჩესტერის ორი კლუბის "იუნაიტედისა" და "სიტის" ყველა დროის სიმბოლური ნაკრებები დაასახელა. უკვე არავის უკვირს, რომ "ქალაქელების" სიმბოლურში ქართველი გიორგი ქინქლაძეც მოხვდა.
"სიტის" 11 კაცში მხოლოდ 2 მოქმედი ფეხბურთელია: ბელგიელი მცველი ვენსან კომპანი და ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა.
აქვე, ორივე კლუბის სიმბოლურები:
მანჩესტერ იუნაიტედი: პეტერ შმაიხელი, როჯერ ბირნი, მარტინ ბუჩენი, დენის ირვინი, ბრაიან რობსონი, როი კინი, დანკან ედვარდსი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯორჯ ბესტი, ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ.
მანჩესტერ სიტი: ბერტ ტრაუტმანი, ტონი ბუკი, პოლ პაუერი, ვენსან კომპანი, მაიკ დოილი, პოლ ლეიკი, კოლინ ბელი, გიორგი ქინქლაძე, დავიდ სილვა, პიტერ დოჰერტი, ფრენსის ლი.


0
468
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0