x
image
ეთო-ეთო
5 აკრძალული "ილეთი" მამაკაცთან საუბრისას

image



გახსოვდეთ, მამაკაცები ქალებს უფრო მეტად აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ გვგონია, ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და ჟესტ-მიმიკას, რითაც მათ არავერბალურ საუბარს "პასუხობთ".



1. როცა მას ესაუბრებით და მზერას მის სახეზე 2-3 წამსაც კი არ აჩერებთ, კაცი იფიქრებს, რომ მისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგეთ და საერთოდაც ეს ადამიანი მოგბეზრდათ. ამიტომაც, ყოველგვარი მორიდებისა და სიმორცხვის გარეშე საუბრისას თვალი თამამად გაუსწორეთ და მზერა 10 წამით მაინც ცხვირისა და შუბლის გადაკვეთის წერტილში შეაჩერეთ.



2. როცა მის პირდაპირ დგახართ ან ზიხართ, უკან არ გაიწიოთ, თორემ იფიქრებს, რომ "თქვენს გემოვნებაში არ ზის".

ვინმემ გითხრათ, რომ კაცებს მეტი "თავისუფალი ტერიტორია" და "სამოძრაო ასპარეზი" სჭირდებათო? და თქვენ ეს პირდაპირ გაიგეთ?

თუ ასეა, ცდებით: ასეთ მომენტში რაც უფრო ახლოს იქნებით მასთან, მით მეტად ასიამოვნებთ.



3. თქვენ ხელი წელზე გიდევთ და მეორე ხელით მის მტევანს ეყრდნობით? - მამაკაცებისთვის ეს იმის ნიშანია, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ.



4. ფეხი ფეხზე გადაიდეთ და ლამაზ ფეხსაცმელს უდარდელად იქნევთ? სამაგიეროდ კაცი ფიქრობს, რომ თუმცა სახეზე არ გემჩნევათ, სერიოზულად ნერვიულობთ ან სულ მცირე საპირფარეშოში გინდათ.



5. არასდროს გადასწიოთ მკლავები თავს უკან ახალგაცნობილ მამაკაცთან, მით უფრო, თუ ის სერიოზულად მოგწონთ.

თუნდაც ეს ლამაზი "კადრი" იყოს, კაცები ამას აგრესიულ და ვულგარულ ჟესტად აღიქვამენ, რაც ხშირად აფრთხობთ კიდეც.

3
1513
7-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
1513
  
2013, 17 აპრილი, 17:31
ბოდიში ინტრიგანო მაგრამ ეგ აბეზარა ქომს უთხარი რო ჩემი სტატიაა მათგან დაკოპირებული და არა მე :PP
2013, 17 აპრილი, 16:57
უყურე შენ
2013, 17 აპრილი, 10:42
აბეაზრა.ქომ სტატიაა ეს
0 1 3