x
image
ეთო-ეთო
ჟესტების ენა
image



გვესმოდეს მამაკაცების მაშინაც კი, როცა სდუმან და შეგვეძლოს ასევე ხმისამოუღებლად სწორად "ვუპასუხოთ" მათ, ადვილი როდია!

ამ ამოცანის ამოხსნაში ნაწილობრივ მაინც ჟესტების "განმარტებითი ლექსიკონი" დაგვეხმარება.



ტუჩების "კვნეტა"



თქვენთან საუბრისას, ან ვიდრე გიპასუხებთ, ტუჩებს "იკვნეტს"? მაშ, იცოდეთ, რომ რაღაცას აუცილებლად გატყუებთ.

ამ ჟესტს შეიძლება იმიტომაც მიმართავს, რომ დრო მოიგოს, რათა სასურველი ისტორია შეთხზას. ასე რომ, ნებისმიერი რამ, რასაც ის გეტყვით, მართალი არ იქნება.

თუ მამაკაცი ახლა გაიცანით და ის ტუჩებს მაშინ "იკვნეტს", როცა საკუთარი თავის შესახებ გიყვებათ, ძალიან მკაცრად ნუ განსჯით, მას უბრალოდ, თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს.

მაგრამ თუ იგი ჩუმდება და პაუზის დროს ამ ჟესტს აკეთებს, როცა თქვენს შეკითხვას პასუხობს, მაშინ ფრთხილად!



თავის ქექვა


ეს ჟესტი ნიშნავს, რომ კაცს სურს, თავი მოგაწონოთ!

თმა მისთვის კომუნიკაციის საშუალებაა, რითაც გამოხატავს, თუ რა სასიამოვნოა მისთვის თქვენს გვერდით ყოფნა.

თუ მან 2 წუთიან დიალოგში მთელი თმა ყალყზე დაიყენა, კარგად დააკვირდით, იქნებ თავადაც მოგწონთ... და თუ მას თქვენთან მცირეოდენი შანსი მაინც აქვს, აუცილებლად შეაქეთ ან რაიმე კომპლიმენტი უთხარით!



თავის მიბრუნება


საუბრისას თავი მიაბრუნა და სადღაც სივრცეში იყურება?

როგორც ჩანს, თქვენი პრინცი დღეს "ლაყბობის" გუნებაზე არაა.

თუ უბრალოდ ერთი-ორჯერ ოთახს მოათვალიერებს, ეგ არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ მინიმუმ, ნახევარი საათი მის პროფილს შესცქერით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რაღაცით გაღიზიანებულია.

იქნებ, ძალიან ბევრ შეკითხვას უსვამთ, ან ისეთი რამ უთხარით, რომ თქვენდა უნებურად აწყენინეთ?

ამდენ "მკითხაობას" ჯობს უბრალოდ დამშვიდდეთ, მოეშვათ და საუბრის თემა აუცილებლად შეცვალოთ!



ტანით შებრუნება


ტანით თქვენკენაა მობრუნებული, მაგრამ მაინც სადღაც სხვაგან იცქირება? არაუშავს! თუ კორპუსით თქვენკენაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ყურადღების მთავარი ობიექტი თქვენ ბრძანდებით.

საერთოდაც, ადამიანებს თურმე ეს ჟესტი უხსოვარი დროიდან ახასიათებთ - ტანით იმ საგნის თუ პიროვნებისკენ ბრუნდებიან, რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

4
394
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
394
  
2013, 30 აპრილი, 22:42
მალადეც
2013, 27 აპრილი, 16:44
საინტერესო სტატიაა.D;
0 1 4