x
image
თეონა ასტამაძე
"რკინის ლედი" გარდაიცვალა

imageბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომელსაც " რკინის ლედი" უწოდეს" 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების განცხადებიტ გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.



დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი 1950 წელს. იგი გახდა უნივერსიტეტის კონსერვატიული პარტიის ასოციაციის პირველი ქალი-თავმჯდომარე. 1951 წელს ცოლად გაჰყვა მეწარმე დენის ტეტჩერს. 1954 წელს ადვოკატის მოწმობა მიიღო. 1959 წელს აირჩა თემთა პალატის დეპუტატად. 1961-64 წელს მსახურობდა საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საპარლამენტო მდივნად. 1970-74 წლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჰიტის კაბინეტში. 1975 წლიდან კონსერვატიული პარტიის ლიდერი.
1979 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ პოსტზე მან ბრიტანეთის ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმები გაატარა. მიუხედავად მრავალი მწვავე კრიტიკისა არჩეული კურსის გადაუხრელად გატარების გამო „რკინის ლედი“ შეარქვეს. მისი პოლიტიკა და ეკონომიკური იდეოლოგია შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი. 1990 წელს დატოვა პარტიის ლიდერის და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის პოსტი.
ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“. 1992 წლის ივნისში ბარონესის ტიტული მიანიჭეს. იგი ბილდერბერგის კლუბის მუდმივი წევრი იყო.

1
51
9-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
51
  
2013, 8 აპრილი, 19:15
ძალიან მაგარი პოლიტიკოსი იყო. პრინციპში მენ და რეიგანმა დაანგრიეს და დაშალეს საბჭოთა კავშირი
0 1 1