x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ბექჰემის გაკრიტიკება უსამართლოა
ბეკჰემი და ხავი"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დღეს პასუხი გასცა ყველას, ვინც ბექჰემს აკრიტიკებდა ბარსელონასთან 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ.


"ბექჰემის გაკრიტიკება უცნაური და უსამართლოა. ის იმ სტრატეგიას მიჰყვებოდა, რომელიც მე შევარჩიე თამაშისთვის" - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.


"განმეორებით შეხვედრას დევიდი დაიწყებს ძირითადში. თუ წინა მატჩში ჩვენ ბარსას ვაჯობეთ პირველ ნახევარ საათში, ეს იმიტომ, რომ ბექჰემი სწრაფად და სწორად თამაშობდა."


ანჩელოტის კითხეს ბექჰემის ძირითადში გამოჩენა კლუბის მფლობელების მიერ კომერციულ ტრიუკად ხომ არ უნდა ჩაგვეთვალა.



"მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვერცერთი გუნდის პრეზიდენტმა ვერ დამაძალა ფეხბურთელის ძირითადში დაყენება" - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:ბენ ზემა
ბენ ზემა
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0