x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ქვეყანა,რომელმაც ახალ ათასწლეულში როკ-მუსიკა გადაარჩინა

imageეს პატარა ქვეყანაა, საქართველოს ტოლი თითქმის, 5, 4 მილიონი მაცხოვრებლით და უდიდესი გზა გაიკვალა მსოფლიო ბაზარზე მუსიკალური ინდუსტრიით, კერძოდ კი როკ-მუსიკით.ფინეთში როკ-მუსიკა სათავეს 60-იან წლებში იღებს, მაშინდელი ჯგუფები ძირითადად ბრიტანულ-ამერიკულ ჯგუფების რემიქსებს აკეთებდნენ.1970-იანი წლებიდან გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც ინგლისურ ენაზე მღეროდნენ, მაგალითად Wigwam და Hurriganes-ი, თუმცა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს.შემდეგ, 80-90იან წლებში მრავალი ფინური ჯგუფი და შემსრულებელი მოღვაწეობდა, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე მაინც წარმატება ძალზე მოკრძალებული იყო.(Popeda, Eppu Normaali, Sielun Veljet, Terveet Kädet და სხვა).როკ-მუსიკას თავის არსებობის მანძილზე ჰქონდა ჩავარდნები, როგორც წესი ამ ჟანრში ლიდერი პოზიცია ბრიტანელ-ამერიკულ შემსრულებლებს ჰქონდათ დაკავებული, მოგვიანებით ავსტრალიელი და გერმანელი შემსრულებლებიც მიეხმარნენ.პირველი ჩავარდნა 70-იანი წლების ბოლოს იყო და 80-იანების დასაწყისში, იყო 90-ინი წლების პირველ ნახევარშიც მცირე ჩავარდნა.მაგრამ როკ-მუსიკის ნამდვილი კვდომა 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც გამოჩნდნენ და მოდური გახდა ე.წ. ბოი-ბენდები, პოპ-დივები და ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები, სწორედ ამ პერიოდში მსოფლიო როკს მხსნელად მოევლინა ეს პატარა ქვეყანა, თვით ა.შ.შ-იც კი სადაც ყოველთვის ალმაცერად უყურებდნენ არაინგლისურენოვან ერების შემსრულებლებს, იქაც კი ჰიტ-აღლუმების ჩარტებში მოწინავე ადგილები დაიკავეს ფინურმა ჯგუფებმა.ესენია HIM, The Rasmus, Nightwish, Apocalyptica, ფინურმა ჯგუფებმა წარმატებით დაიპყრეს მსოფლიო სცენები.დიდი პოპულარობით სარგებლობენ Children of Bodom, The 69 Eyes, Stratovarius, Sonata Arctica, Sentenced, Korpiklaani, და სხვა.2006 წელს "ევროვიზიის" კონკურსზე ფინური როკ-ჯგუფი ხდება გამარჯვებული Lordi სიმღერით "Hard Rock Hallelujah".ფინეთში იმართება გრანდიოზული ყოველწლიური როკ-ფესტივალები-Tuska Open Air, Lumous, Jalometalli, Provinssirock, Ruisrock, Ilosaarirock-ი და სხვა.

6
64
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
64
  
2013, 8 აპრილი, 10:52
თან გაიმარჯვეს ევროვიზიაზე :D
2013, 8 აპრილი, 10:52
http://www.youtube.com/watch?v=gAh9NRGNhUU ესეც მაგათია ლორდი ;)
2013, 4 აპრილი, 17:57
მადლობა ჯიგარი ხარ
2013, 4 აპრილი, 17:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 4 აპრილი, 17:41
მადლობა გაიხარე
2013, 4 აპრილი, 17:40
საინტერესო სტატიაა.კარგია.
0 1 6