x
image
ვიზა კოხაძე
ქალაქის მერი კვლავ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს

imageმოგეხსენებათ, მიმდინარე წლის მარტის თვე საკმაოდ დაძაბული და ემოციებით იყო დატვირთული.განსაკუთრებით კარგად გვახსოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ატეხილი სკანდალი, რაც დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან.თუმცა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ირწმუნებოდა, მას ბერეკაშვილი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია, უბრალოდ მოხდა საშტატო ერთეულის გაუქება და შესაბამისად მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა.

image
image აღნიშნულმა უთანხმოებამ გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებსა და მაუწყებლის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება, რამაც გენერალური დირექტორის თანამდებობაც შეიწირა.მხარეებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში, სასამართლო პროცესი კი აპრილის თვეში არის ჩანიშნული.

რაც შეეხება თავად ქალბატონ ხათუნა ბერძენიშვილს, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მერმა - გიგი უგულავამ კიდევ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. მან კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი და დღესვე წარუდგინა გამგეობის თანამშრომლებს ახალი გამგებელი.

"ნაციონალურ მოძრაობას"და მის დარჩენილ ე.წ."ნარჩენებს" ზუსტად ისევე ემართებათ, რაზეც ახალ ხელისუფლებას დაუღალავად აკრიტიკებენ - მათ მიერ უარყოფილი და დაწუნებული კადრები კვლავ თანამდებობებზე ინიშნებიან.

2
25
23-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
25
  
2013, 4 აპრილი, 15:15
ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალიღა აკლდა რა.:))
2013, 2 აპრილი, 10:56
''ჩანიშნული''
0 1 2