x
image
თეონა ასტამაძე
ქიშმიშიანი სამარხვო ფუნთუშები
imageშემადგენლობა

ფქვილი 2 კგ

შაქარი 2 ჩ.ჭ

მარილი 1 ს.კ


საფუარი 3 ს.კ

ზეთი 1/2 ჩ.ჭ

ქიშმიში 1 ჩ.ჭ

თბილი წყალი 5 ჩ.ჭ


საფუარში აურიეთ 2 ს.კ ფქვილი და გახსენით 1 ჩ.ჭ თბილ წყალში.

შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას.

შაქარი გათქვიფეთ ზეთში.


როდესაც საფუვრიანი მასა გაფუვდება, ჯამში ჩაასხით ოთხი ჩაის ჭიქა თბილი წყალი, ჩაყარეთ რვა ჩაის ჭიქა ფქვილი და ჩაასხით საფუვრიანი წყალი;

ჩაუმატეთ შაქრიანი ზეთი, ჩაყარეთ მარილი, ქიშმიში და მოზილეთ ცომი;

გადააფარეთ და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.


როცა აფუვდება, კიდევ კარგად ზილეთ. აირღუმელის ტაფას მოუსვით მცირე ოდენობის ზეთი და, როდესაც ცომი მეორედ აფუვდება, ამოიღეთ ფუნთუშების ზომებად, დააწყვეთ ტაფაზე და დადეთ თბილ ადგილას.
როცა ფუნთუშები ზრდას დაიწყებს, თავზე ფრთხილად მოუსვით ზეთი (ბამბით) და შედგით აირღუმელში. როდესაც ისინი გაწითლდება ფუნთუშები მზადაა.

2
2037
10-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
2037
  
2013, 16 აპრილი, 14:16
არა მიყურებია
2013, 15 აპრილი, 23:05
შენ გაკეთებული გაქვს თეონა?
0 1 2