x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე იშვიათი და უცნაური თევზები

წყალქვეშა სამყაროს აქტიური შესწავლა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო, ჰიდროლოკატორის, აკვალანგის, ბატისკაფის, თანამგზავრული სისტემის თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ადამიანს ძალიან ბევრი სიურპრიზი დახვდა წყალქვეშა სამყაროში, შესასწავლი კი ჯერ ჯიდევ ძალიან ბევრია, წყალქვეშა ცხოვრების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია შესწავლილი.image მორიელი ამბონა(Ambon Scorpionfish), -აღმოჩენილი იქნა 1856 წელს, იცვლის ფერებს, "პარტიზანული" ცხოვრების წესი აქვს, მსხვერპლს ჩასაფრებით ელოდება.image
ფსოქოდელიური თევზი-ბაყაყი(Psychedelic Frogfish)-აღმოჩენილი იქნა 2009 წელს, ფორმით ხმელეთის მტაცებელის თათის ფორმას წააგავს.სხვა თევზებისგან განსხვავებით იგი ბიძგებით მოძრაობს.image ფოთლოვანი ზღვის დრაკონი (Leafy Seadragon)-აღმოჩენილი იქნა 1865 წელს, მისი სხეული დაფარულია წამონაზარდებით, რომელის ფოთლების იმიტაციას ახდენს, ესაა შენიღბვის ხერხი, იკვებება პლანცტებით და პატარა მოლუსკებით, ბინადრობს ინდოეთის ოკეანეში.image ინდონეზიური ლატიმერია(Indonesian Latimeria)- აღმოჩენილი იქნა 1999 წელს, მეცნიერების აზრით ყველაზე უძველესი ცოცხალი თევზი დედამიწის ზურგზე, რომელიც დინოზავრების პერიოდიდან მოდის და გადაშენებული ეგონათ. image ლაბადა-ზვიგენი( Frilled Shark), -აღმოჩენილი იქნა 1884 წელს, იგი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ჯიშის ზვიგენია, სულ 1000-მდე ეგზემპლიარი ცხოვრობს დედამიწაზე.image თმიანი ზღვის ეშმაკი(Hairy Angler) -ძალიან უცნაური და საშიში თევზი, ცხოვრობს რაც შეიძლება სიღრმეში, სადაც სინათლე ვერ აღწევს, შუბლზე წამონაზარდი აქვს, რისი მეშვეობითაც ანათებს, მტაცებელია, მჭრელი კბილების წყალობით შეუძლია თავზე დაესხას მასზე უფრო დიდ არსებასაც, თუნდაც ისიც მტაცებელი იყოს.image წვეთთევზა (Blobfish)- ეს თევზი 1926 წელს იქნა აღმოჩენილი, იგი ფსიქროლუტური (Psychrolutes) ოჯახის წარმომადგენელია, ზედაპირზე ჟელეს ფორმას იღებას და გარეგნულად მოწყენილი სახის ადამიანის კარიკატურას ჰგავს.

3
728
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
728
  
2013, 29 მარტი, 11:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არაჩანდა-ის კომენტარზე
2013, 29 მარტი, 11:44
ეჰ კი მაგრამ სამწუხაროდ ამ ნაირ სტატიებს ცოტა კითხულობს..ამ ხალხს ის აინტერესებს ვინ ვისგანაა ფეხმძიმედ,ის იმას რატომ დაშორდა და ამისთანა გულისამრევი ყვითელი ჭორები...
2013, 29 მარტი, 11:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3