x
ირაკლი მაისურაძე : გორის "დილას" შესწევს ძალა იბრძოლოს ჩემპიონობისთვის,ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

image



24 წლის სწრაფი, სხარტად მოაზროვნე, ტექნიკური და პერსპექტიული ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე, რომელიც ამჟამად გორის "დილას" ღირსებას იცავს, უკვე არაერთხელ იყო გამოძახებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაისა მიერ. თუმცა 22 მარტს საფრანგეთსა და საქართველოს შორის გამართულ მატჩში, ირაკლის თავის გამოჩენის საშვალება არ მიეცა. როგორც ავღნიშნე, ის ჯერ 24 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს.


_ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული იყავი, თუმცა თამაში არ მოგიწია.
– პირველად არ ვიყავი გამოძახებული და თამაში ისევ და ისევ არ მომიწია, მარა რას ვიზავთ, ჩემი სურვილისდა მიუხედავად არც ეხლა მომეცა შანსი თავის გამოჩენის, შემდეგსაც დაველოდები და შევხედოთ როგორ იქნება. ვიმედოვნებ, რომ მომეცემა შანსი, რაღაცით დავეხმარო საქართველოს ნაკრებს. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

– საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოში და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რთული შეხვედრა იყო.
– რთული შეხვედრა იყო, მოუნდომებლობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.ბიჭებს, რაც შეეძლოთ ქნეს. სამწუხაროდ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მარა არაუშავს რას ვიზავთ.image


– გორის "დილაზეც" ვისაუბროთ ახალი გადასული ხარ, როგორი სიტუაცია დაგხვდა?
– პირველ რიგში, კოლექტივს ავღნიშნავ, ძალიან კარგი კოლექტივი დამხვდა, ბევრი მეგობარი მყავს გუნდში, ახლებიც შევიძინე. საკმაოდ ჯანსაღი ჰავაა გუნდში, მწვრთნელებს რაც შეეხება, ლიტველი და გერმანელი მწვრთნელი გვყავს, ეს რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს და ფიზ–მომზადების მწვრთნელს.მათ ეხმარებიან ქართველი მწვრთნელები.საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ ერთობლივად, კარგი ვარჯიშები აქვთ და ყველაფერი მიზან მიმართიულია, რო შედეგს მივაღწიოთ.


– გუნდს შესწევს ძალა ჩემპიონობისთვის იბრძოლოს?
– ჩემი აზრით, შესწევს და ეგ მიუწვდომელი მიზანი არ არის, რომ ჩემპიონები გავხდეთ.თან ეხლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ კარგ პოზიციაში ვართ.უშვალო კონკურენტებთან შედარებით უფრო კარგი თამაშები გვაქვს დარჩენილი და უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი.ისევ ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი.

_ ნახევარდაცვაში თამაშობ, ყველა პოზიციაზე შეგიძლია თამაში?
– ნახევარდაცვაში ყველგან, დაცვაშიც მითამაშია. ერთადერთი კარებში არ ვმდგარვარ. ))image


_ რომელ მატჩს გამოარჩევ?
– ბევრი წარმატებული მატჩი იყო, ბევრი წარუმატებლობაც იყო. კონკრეტულად ერთის გამორჩევა არ მინდა. რუსთავს რაც შეეხება, კარგი პერიოდი იყო ჩემთვის და ძალიან კარგად მახსენდება ყველაფერი, მაგრამ ახლა გორის "დილაში" ვარ და ვცდილობ ყველანაირად გორის "დილას" დავუთმო ჩემი აზრები და მონდომებაც. გორის "დილაში" ავღნიშნავდი ისევ და ისევ ჩემპიონატის პირველ მატჩს ზესტაფონთან, რომელიც მოვიგეთ. საჭირო, კარგი თამაში იყო, რომელიც პატარა რევანშივითაც იყო კიდეც.

_ ყველას ყავს საყვარელი ფეხბურთელი და საოცნებო კლუბი. შენთვის რომელია?
– ყველა დასაფასებელია, მაგრამ მესია ყველაზე გამორჩეული დღესდღეობით. მანამდე ზიდანი. რონალდოს ადარებენ მესის მარა, ჩემი აზრით მესი ბევრად ჯობია. კლუბი რა თქმა უნდა ბარსელონა. ყველა დროის ყველაზე საუკეთესო გუნდია. მესი კიდე ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია დღესდღეობით, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში.

– შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის დედა.
რა თქმა უნდა კი, მარა დედის გარდა, მყავს სამეგობრო, საახლობლო, ის ადამიანები, რომლებსაც ჩემი წარმატება უხარიათ და წარუმატებლობა წყინთ. მარა მაინც დედა (იცინის).

– თავისუფალ დროს რას აკეთებ? კლუბებში დადიხარ?
– არა, ეგეთი გართობით არ ვარ დაკავებული, ცეკვა არ ვიცი და სასმელს არ ვსვამ და სხვა რა უნდა გააკეთო იქ. გართობას რაც შეეხება, ბევრი ლეგიონერებიც გვყავს გუნდში, არიან ქართველებიც და შეძლებისგადვარად მოედნის გარეთ ვცდილობ გუნდელებთან მეტი დრო გავატარო. მიყვარს წყნაირი და მშვიდი გარემო. ქალაქ გარეთ შეძლებისდაგვარად გავდივარ ხოლმე. როცა არის საშვალება და დრო თევზაობაზეც არ ვამბობ უარს. კინოში შეიძლება, ისეთ პერიოდში ძალიან გვიან არ იყოს, რომ მიზანი გვაქვს დასახული ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული და დისკოთეკები და კლუბები, ჩემი აზრით ხელს შეუშლის ჩვენს დასახულ მიზანს და ამიტომ არ მინდა, რომ გუნდის ინტერესებს ვავნო.

_პირად ცხოვრებაში რა ხდება?
არის ადამიანი, რომელზეც ვფიქრობ და იმედია აწიც ასე გავაგრძელებ ფიქრს, როგორც ეხლა და უფრო უკეთესადაც. ძალიან მინდა ისეთი ოჯახი შევქმნა, ტრადიციული ქართული ოჯახი. საჭიროა. ვთვლი, რომ ოჯახური სითბო აუცილებელია.


2
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ტეტუნაშვილი
ნინო ტეტუნაშვილი
80
  
2013, 22 ივნისი, 17:36
კაი გოგო ყავს ამას თაკო მაგარი კაი ბავშვია და ვაფშე კაი ფეხბურთელია წარმატებებს ვუსურვებ
0 1 2