x
"ანანიძე დღესაც იმავე დონეზეა, სამი წლის წინ რომ იყო"

image

საქართველოს ნაკრების, მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ფრანგებთან წაგებულ მატჩზე კვირის პალიტრასთან მიცემულ ინტერვიუში არაერთ საკითხთან ერთად, ცალკეულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა, მათ შორის ჯანო ანანიძეზეც.

– წაგებული მატჩით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ ბიჭების მონდომება დასაფასებელია, სტუმრად ღირსეულად ითამაშეს ისეთ ნაკრებთან, როგორიც საფრანგეთია. იყო, შეცდომებიც, ზოგიერთი მოთამაშის თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, თუმცა ჩვენ თამაშში კარგის დანახვაც შეიძლება.
ფეხბურთელებს სულ ვეჩიჩინები, რომ ტაიმის ბოლოს ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.ასეთ დროს გუნდი რომელიმე მოთამაშემ უნდა აიყოლიოს.ფეხბურთელებს ვავალებ, ხაზზე დგომის ნაცვლად მეტოქე პერსონალურად "აიყვანონ". სამწუხაროდ, იმ ეპიზოდში ჟირუს არავინ მეურვეობდა და მანაც თავისუფლად დაარტყა.
ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე : როცა, თამაშის დალაგებაზე, შეტევის წამოწყებაზე, ზუსტ პასზე მიდგება საქმე, ვერც აქ ვბრწყინავთ. თემურ ქეცბაია აღმიშნავს რომ, თავის გამოსჩენად ანანიძესაც და ყენიასაც საკმარისი დრო ჰქონდათ, თუმცა სასურველ დონეზე ვერც ერთმა ვერ ითამაშა.. ფეხბურთელი მხოლოდ ვარჯიშით ვერ გაიზრდება. ანანიძე დღესაც იმავე დონეზეა, სამი წლის წინ რომ იყო. რადგან სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, პროგრესის ნაცვლად უკან-უკან მიდის. თუ კლუბი არ შეიცვალა, სულ ასე იქნება. მოსკოვიც და "სპარტაკიც" მაშინ არის კარგი, როცა თამაშის შესაძლებლობა გაქვს, ჯანო კი როდემდე უნდა იჯდეს სათადარიგო სკამზე, ხომ უნდა მიხვდეს, რომ გუნდის შეცვლის დროა? მითხრა სეზონის დასრულებას ველი და ალბათ, სხვაგან გადავალო. იმედია ასეც მოხდება.
ასევე ისაუბრა ფრანგებთან მატჩის დასრულების შემდგომ პრესკომპერენციაზე ქართველი ჟურნალისტის გამაღიზიანებელ კითხვაზე.გადადგება თუ არა. ქეცბაიამ უპასუხა თქვენნაირი ჟურნალისტების ბრალია ასეთ დღეში რომ ვართო. რა უნდა პრესკომფერენციაზე ისეთ ხალხს, ფეხბურთთან არანაირი კავშირი რომ არ აქვთ?! მინდა, ვკითხო - საკუთარ მოედანზე ესპანეთთან მარცხის შემდეგ გადადგა დეშამი?თუნდაც ფრეს შემთხვევაში, საფრანგეთი ფაქტობრივად, ინაღდებდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს და ასეთი მატჩი წააგო ... ალალად გეუბნებით - დეშამის ადგილას, მე გადავდგებოდი! მაგრამ იმ ჟურნალისტის კითხვა ალოგიკური იყო. არადა, რაც შეეძლოთ, გააკეთეს ბიჭებმა, თავს ზემოთ კი ძალა არ არის....


0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ტეტუნაშვილი
ნინო ტეტუნაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0