x
image
თეონა ასტამაძე
თბილისი მოლში პარფიუმერიის ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა იმართება
imageკომპანია "იმიჯ ჰოლი" 30-31 მარტს თბილისი მოლში გეპატიჟებათ გრანდიოზულ გამოფენა -გაყიდვაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოში არსებული კოსმეტიკური და პარფიუმერული ნაწარმის მქონე კომპანიები, ასევე ჩართულები არიან ესთეთიკურ მედიცინის ცენტრები და სილამაზის სალონები.

გამოფენეზე წარდგენილი იქნება ფსიქოლოგის ხათუნა მუზაშვილის წიგნი " მამაკაცთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური გაკვეთილები, რომელიც პირველად წარედგინება მკითხველს.

ამ გამოფენა -გაყიდვაში მობილიზებული იქნება ყველა ფასდაკლება, რაც ამ დროისთვის ამ სფეროში არსებობს.

მომხმარებელთა საყურადღებოდ : ყოველი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს 50 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას, მიიღებს საჩუქრად ბარათს, რომელიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებს გათამაშებაში, სადაც უამრავი საოცარი პრიზი გათამაშდება.


და რაც მთავარია ავიაკომპანია კავკასუს ტურმა დააწესა მთავარი პრიზი - ბილეთები სალონიკში.

0
181
10-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0