x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მიწისძვრები
imageამ სტატიაში გესაუბრებით მიწისძვრების შესახებ და გაგაცნობთ რამოდენიმე საინტრესო ფაქტს. მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ადამიანს უდიდეს ზარალს აყენებს. კატასტროფული მიწისძვრები იშვიათია - საშუალოდ წელიწადში ათმდეა, დამანგრეველი ბიძგები - ასამდე. შენობების და ქვების დამზიანებელი მიწისძვრები - ათასამდე, ბიძგები რომლებიც არ იწვევენ დაზიანებას - ათი ათასამდე, სუსუტი ბიძგები კი წელიწადში ასი ათასამდეა.

იაპონიაზე მოდის მსოფლიოში მომხდარი მიწისძვრების მეოთხედი. 1959 წელს იაპონიაში დარეგისტრირდა 930 მიწისძვრა, ეს "მშვიდ" წლად ითვლება. 1930 წელს მიწისძვრების რაოდენობამ 5 744 მიაღწია.
ტაჯიკეთში სეისმოგრაფი ყოველ წელს ათასამდე მიწისძვრას აფიქსირებს.image

მიწისძვრის დროს ყოველი ბიძგის ხანგრძლივობა წამებით იზომებამ, მაგრამ ზოგჯერ ბიძგები გრძელდება შესვენებით, რამოდენიმე დღის, თვის ან წლის განმავლობაში. ასე მაგალითად, ალმა-ათის მიწისძვრა დაიწყო 1887 წლის 28 მაისს და 3 წლამდე გრძელდებოდა, ამ დროის განმავლობაში აღინიშნა რამოდენიმე ასეული მიწისქვეშა ბიძგი.




0
199
15-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0