x
image
ვიზა კოხაძე
პატარკაციშვილი-ბერეზოვსკის საეჭვო სიკვდილზე საუბრობენ
image
ორი დღეა ტელევიზია და პრესა რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის საეჭვო გარდაცვალებაზე საუბრობს.გავრცელებული ინფორმაციით ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს"ლიდერმა ვალერი გელბახიანმა(მოგეხსენებათ, იგი მეგობრობდა ბადრი პატარკაციშვილთან და ბორის ბერეზოვსკისთან) ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის გარდაცვალებას შორის ერთნაირ ხელწერას ხედავს, მისი თქმით, ორივე ოლიგარქის სიკვდილი საეჭვო ვითარებაში მოხდა.გელბახიანი ზუსტად იხსენებს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების მომენტებს და ხაზს უსვამს, რომ მისი დაღუპვის მიზეზები დღესაც უცნობია.

image- "ერთი ხელი მგონია აქ ჩართული და მგონია, რომ ვიღაცის ინტერესებში არ შედიოდა არც პატარკაციშვილი და არც ბერეზოვსკი.მე ვერც სააკაშვილის და ვერც რუსეთის ხელისუფლებისკენ ვერ გავიშვერ ხელს..." -ამბობს გელბახიანი და ხაზს უსვამს, რომ ბერეზოვსკი თავს არ მოიკლავდა.- "ვინც მას კარგად იცნობდა", -ამბობს ვალერი გელბახიანი, "გამორიცხულია მას თავი მოეკლა".

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" განცხადებით, ბერეზოვსკის ცხედარს დღეს გაკვეთენ და ჩაუტარდება ბიოლოგიური ექსპერტიზა.

ბოლო ინტერვიუში ბორის ბერეზოვსკი თავის შეცდომებზე და უახლოეს მეგობარ ბადრი პატარკაციშვილზე საუბრობს -" მე საკუთარი თავი დავკარგე, მე უამრავი იმედგაცრუება გადავიტანე და აზრი დავკარგე..."image


სამწუხაროა და დასანანია, რომ იმედგაცრუებული და ცხოვრებაზე აზრდაკარგული ერთ დროს მდიდარი ოლიგარქი გარდაიცვალა.მაგრამ ცხოვრება მკაცრია და დაუნდობელი.ადამიანები ოცნებობენ აღზევებაზე, სიმდიდრეზე, რასაც ერთეულები ახერხებენ მხოლოდ.

ყველაზე დიდი სიბრძნე კი გვავიწყდება, რომ ადამიანთა მოდგმას ამ ქვეყანაზე ჯერ კიდევ არ ხვდომია წილად სრულყოფილი ბედნიერება და არც ოლიგარქი იქნებოდა ისეთ ვარსკვლავზე დაბადებული, რომ ამ მოდგმათაგან განსხვავებული ბედი დაჰყოლოდა.მოახლოებულ სიკვდილს გრძნობდა და ალბად ამიტომაც საუბრობდა სიკვდილის წინ ცხოვრებაში დაგროვილ იმედგაცრუებებზე.

3
231
22-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
231
  
2013, 27 მარტი, 12:59
შემდეგი ვისი ჯერია ნეტა? :D მოადგნენ კარებს უკვე ქართველ მილიარდელს :D:D:D
2013, 25 მარტი, 16:21
ამათი "შავი ყუთი" ძნელად გასაშიფრი იქნება
0 1 3