x
image
DianaMaverick
''ფეისბუქმა ჩემი გარდაცვლილი შვილის გვერდის გამოყენება ამიკრძალა კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით!''-აცხადებს გარდაცვლილი გოგოს მშობელი რომელიც თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.
imageფეისბუქმა ლუის პალმერს(Louise Palmer) განუცხადა რომ მას არ შეუძლია გარდაცვლილის გვერდზე შევიდეს რადგან ამით შეიძლება გარდაცვლილის უფლებები დაირღვეს.მისი თქმით ის მხოლოდ ღამის საათებში შედის გარდაცვლილი ქალიშვილის გვერდზე მის მოსაგონრად.

მგლოვიარე დედა ფეისბუქს ''უგულოს'' უწოდებს მას შემდეგ რაც მას გარდაცვლილი გოგოს გვერდის გამოყენება აუკრძალეს.როდესაც ლუის პალმერის 19 წლის ქალიშვილი თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, ის განადგურებული იყო.მაგრამ ერთადერთი რაც ოდნავ მაინც შვებას აძლევდა, მის ფეისბუქის გვერდზე შესვლა და ძველი მესიჯების წაკითხვა იყო.

თუმცა, ოთხი კვირის წინ ქალბატონ პალმერმა აღმოაჩინა რომ შესვლის მონაცემები შეცვლილი იყო.და როდესაც ამის შესახებ მან ფეისბუქს მიმართა, უთხრეს რომ მას არ ქონდა გარდაცვლილი ბეკის(Becky) ფეისბუქი გამოეყენებინა, რადგან ეს გარდაცვლილის უფლებების დარღვევაში ითვლებოდა.

image''ვერ ვიჯერებ, როგორ შეიძლება ფეისბუქი ესე უგულო და უყურადღებო იყოს...ჩემი ერთადერთი შვილის გარდაცვალების გამო ძალიან ვიტანჯები.მაგრამ როდესაც ის ძალიან მომენატრებოდა ხოლმე, მის ფეისბუქის გვერდზე მაინც შევდიოდი, ვკითხულობდი ძველ მესიჯებს და ვიხსენებდი მას თუ როგორი საყვარელი და აქტიური გოგონა მყავდა.''-აცხადებს 47 წლის მედდა.-''ბეკი მე არაფერს მიმალავდა-თითქმის ყველაფერს მიყვებოდა.სიცოცხლეში ის სულ რამოდენიმე წინადადებას თუ წაიკითხავდა ან დაწერდა, დიდხანს ყოფნა არ შეეძლო ინტერნეტში, ამიტომ მის მაგივრად მე შევდიოდი და მესიჯებს მე ვუკითხავდი ხოლმე.თუმცა არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანმა გარდაცვლილის საკუთრების უფლების ხელყოფა მოახდინოს.''


განქორწინებულმა ქალბატონმა პალმერმა, გოგონას ფეისბუქში შესვლა მას შემდეგ დაიწყო რაც ის ცუდად გახდა ახალი 2010 წლის ღამეს აპოპლექსური დამბლის შედეგად.

imageსამწუხაროდ ტესტებმა ბეკის თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინა.და თუმცა მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და 6 თვის მანძლიზე ქიმიოთერაპიასაც გადიოდა, მან დაკარგა მეტყველების უნარი და არ შეეძლო წაეკითხა ან დაეწერა რამოდენიმე სიტყვაზე მეტი.

''ბეკის გარდაცვალებამდე ბოლო 4 თვე მის მაგივრად მისი გულისთვის მე შევდიოდი ხოლმე ფეისბუქში''-ამბობს გარდაცვლილის დედა რომელიც ყოველთვის მისი მეგობარი იყო.-''მას ძალიან უყვარდა როდესაც მეგობრის მესიჯებს ვუკითხავდი.''

2010წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ის კვლავ აგრძელებდა ბეკის ფეისბუქში შესვლას რათა არასაჭირო პოსტები წაეშალა მისი გვერდიდან.

''მე ამასთანავე დიდ კომფორტს ვიღებ მისი მეგობრებთან მიწერილი მესიჯების კითხვით.როდესაც თავს ცუდად ვგრძნობდი, მისი ფეისბუქის გვერდზე შესვლა დიდ შვებას მაძლევდა...ამ დიალოგების მეშვეობით თითქოს მისი ხმა ჩამესმოდა და მახსენდებოდა თუ როგორი იყო ბეკი სიცოცხლეში.ამავე დროს მე ხანდახან მისი პროფილის სურათსაც ვცვლიდი და არასაჭირო პოსტებსაც ვშლიდი მისი გვერდიდან რადგან მინდოდა მისი გვერდი ''სუფთა'' ყოფილიყო.''-აცხადებს გარდაცვლილის დედა.

თუმცა, იანვრის ბოლოს, როდესაც ქალბატონმა პალმერმა ბეკის ფეისბუქში შესვლა სცადა, აღმოაჩინა რომ შესვლის მონაცემები შეცვლილი იყო და უცნაური შეტყობინებაც დახვდა სადაც აღნიშნული იყო რომ ფეისბუქის გვერდი ''დახურულია'', თუმცა ამავე დროს პროფილის ნახვა უკვე დადასტურებულ მეგობრებს მაინც შეეძლოთ.

''ვიფიქრე აქ რაღაც შეცდომა არისთქო, რადგან ესეთი რამე დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ამას გარდაცვლილის რომელიმე ნათესავი მოთხოვს, მე კი ესეთი რამ არ მითხოვია.''

როდესაც ის ამის შესახებ ფეისბუქის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, პასუხად მიიღო მეილი(ელექტრონული პოსტა) სადაც ეწერა:''სამწუხაროდ, კონფიდენციალურობის მიზეზით, ჩვენ არ შეგვიძლია პროფილზე ცვლილებები მოვახდინოთ ან შესვლის მონაცემები წარმოგიდგინოთ''

''მე ამაზე გავბრაზდი და რასაც ქვია გავნადგურდი რადგან თუმცა გვერდი დახურული იყო, მაგრამ მეგობრებს მის გვერდზე რაიმე შეტყობინების გამოქვეყნების უფლება მაინც ჰქონდათ.არ შემიძლია მისი მესიჯები წავიკითხო, ან არა საჭირო პოსტები წავშალო..ეს მოუვლელ საფლავს გავს რომელზედაც სარეველა ბალახი ბიბინებს, ასე რომ ვისაც აქამდე ფეისბუქი არ ჰქონდა ან მისი მეგობარი არ იყო, არ შეუძლიათ მისი პოვნა სოციალურ ქსელში და ვერც შეტყობინებას დატოვებენ, თუნდაც თანაგრძნობის გამოსახატავად ამ უდიდესი მწუხარებისა.''

imageამის შესახებ ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი რომელიც 1500 პროტესტანტისგან შედგება და ისინი ესე დახურული ფეისბუქის გვერდის აღდგენას მოითხოვენ.

''ბევრი შვილმკვდარი დედაა, რომლებსაც შვილის ფეისბუქის გვერდი დახურული აქვთ როგორც მე და ამის გამო ისინი ძალიან განაწყენებულნი არიან.ზოგიც კი საშინლად ნერვიულობენ რომ მათი საყვარელი ადამიანის გვერდსაც იგივე ბედი ეწევა''-აცხადებს ქალბატონი პალმერი.

''ჩვენ უბრალოდ გვინდა ფეისბუქმა მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოს.''

imageფეისბუქის სპიკერი გვამცნობს:-''როდესაც ანგარიში იხურება, პროფილის სექციები და გარკვეული ინფორმაცია ხალხისთვის მიუწვდომელი და დაფარული ხდება რათა გარდაცვლილის უფლებები დაცული იყოს.მაგალითად:ბოლო სტატუსები იშლება, გრუპები რომლებშიც ისინი გაწევრიანდნენ დაფარულია და მონაცემები გადადის ''მხოლოდ მეგობრებს'' მოქმედებაში, ასე რომ მისი ინფორმაცია და გვერდი მხოლოდ ახლო მეგობრებს შეეძლებათ ნახონ.ფეისბუქის ანგარიშის პარამეტრები მხოლოდ ანგარიშის მესაკუთრემ უნდა იცოდეს რათა მფლობელის უფლებები არ შეილახოს.''

''ეს იმას ნიშნავს რომ როდესაც ჩვენ ვიგებთ რომ ანგარიშის მეპატრონე გარდაიცვალა, მის პროფილს ვხურავთრაც რაღათქმა უნდა პროფილს ზღუდავს და ინფორმაცია ხელმისაწვდომი მხოლოდ მეგობრებისთვისაა, გვერდზე დაფოსტვის უფლებას კი ვტოვებთ რათა ახლო ნათესავებს შეეძლოთ პროფილის ნახვა და შეტყობინების დატოვება კედელზე მოსაგონრად.თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ გარდაცვლილთა ახლო ნათესავების თხოვნას და ანგარიშს ვთიშავთ, რაც შლის პროფილს და მასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას.''

P.S.ჰმმ...არ ვიცი...სადღაც ალბათ ფეისბუქის ადმინისტრაციაც მართალია...სადღაც გარდაცვლილის ნათესავებიც...მითუმეტეს თუ ამის უფლებას ანგარიშის მესაკუთრე მისი სიცოცხლის დროსაც უფლებას აძლევდა შესულიყო მის ფეისბუქზე...ხოლო თუ დახურვაა ვფიქრობ კედელზე პოსტის გამოქვეუნებაც არავის არ უნდა შეეძლოს, თუნდაც მეგობრებს...რადგან მფლობელს სათანადო რეაქციის უფლება არ ექნება, ან რომ უპასუხოს, ან თუნდაც მართლა ათასი არასაჭირო პოსტები წაშალოს რომლებიც ხშირად ავტომატურადაც კი ქვეყნდება ჩვენს კედელზე...იმედია ამ პრობლემას მოევლება...


8
121
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
121
  
2013, 22 მარტი, 19:48
ყველასას ვერ ადგენენ და ყველა ესე არაა მაგრამ რაგაც ფაქტების გამო ამაში როცა წრმუნდებიან და ხდება ეს ფაქტი ცნობილი,მერე ხდება პროფილის დახურვა.
2013, 22 მარტი, 19:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 21 მარტი, 20:12
არა,ნორმა ტუ იცი ვფიქრობ ცუდი არაფერია. :)
2013, 21 მარტი, 19:37
ნარკოტიკივითაა..მეგონა ვერ დავანებებდი თავს მაგრამ დავანებე..))და ყველას ვურჩევ გააუქმონ:)ძაან დაისვენებენ:)
2013, 21 მარტი, 19:21
გილოცავ. :D ხშირად არც მე ვარ ხოლმე მაგრამ საერთოდ ვერ ვაუქმებ. :D
2013, 21 მარტი, 19:16
დიდი ხანია შევეშვი და ბედნიერი ვარ :)
2013, 21 მარტი, 19:11
ხოო,მაინც რომ ვერ ვეშვებით. :)
2013, 21 მარტი, 19:10
Facebook-ma dagupa msoflio:)idiotizmi:)
0 1 8