x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508752
მოდაშია ყელსაბამები


imageმოდაშია ყელსაბამები, დიდი კაშკაშა თვლებით, ჭრელი, ნაჭრის, ლითონის, ფერში შეუზღუდავი. აქცენტი კეთდება მოკლე ყელსაბამებზე, რომლებიც ყელიდან დაშორებულია 5-10სმ-ით, უპირატესობა ენიჭება ხელნაკეთ ყელსაბამებს.




რაც უფრო მეტი ელემენტით არის დატვირთული ის, მით უფრო მოდურად ითვლება.ეს ტენდენცია არც თუ ისე დიდი ხანია რაც მოდის სამყაროში გამოჩნდა, თუმცა ის ფაქტი რომ ეს ტენდენცია გახდა და ყველამ აიტაცა აშკარად მიუთითებს მის მოდურობასა და თანამედროვეობაზე.



image


ყელსაბამებს შენიშნავთ ცნობილ ადამიანებზე, და არა მარტო მათზე, ყელსაბამი ყოველდღიური ცხოვრების ელემენტად იქცა და უკვე ქუჩაში რიგითი გამვლელის ყელზეც შენიშნავთ. თითქოს მისი ტარება უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ რაღაც გაგეგება თანამედროვე მოდის ტენდენციების შესახებ და თუ შენ მას ატარებ, თვლი რომ ფეხაწყობილი მისდევ fashion-ს.


image


დამეთანხმებით, რომ ამ აქსესუარს მეტი სილამაზე შეაქვს გარეგნობაში, ალბათ ისიც დასაზუსტებელია ვინ უფრო მეტად იხდენს მას, თუმცა ეს ფაქტი განხილვის საგნად ჯერ არ ქცეულა და ყველა ვინც კი ახერხებს ამ აქსესუარს ატარებს.


image


რაც შეეხება სტილს, არ აქვს მნიშვნელობა კლასიკურად გამოიყურები თუ სპორტულად, ორივე სტილი ყოველგვარი დავის გარეშე იხდენს ყელსაბამს, მაღალი ქუსლებიც და დაბალი კედებიც.



imageimage








0
157
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინუცკები
ნინუცკები
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0