x
image
lady.ge
ვარცხნილობა-ახალი სეზონის იდეები
image

ახალ სეზონზე აქტუალურობას არ კარგავს კუდები და "კოსები", მოცულობა და ოდნავ დახვეული თმები...

პოდიუმზე წარმოდგენილი ვარცხნილობების უმრავლესობა შეგიძლიათ თამამად მოირგოთ ცხოვრებაში.

სველი თმის ეფექტი


აღნიშნული ვარცხნილობა უსასრულოდ იყო წარმოდგენილი დიზაინერების ჩვენებებზე.

image

BCBG Max Azria, Giambattista Valli, Guy Laroche, Thierry Mugler

მოცულობა

მდიდრული მოცულობითი ვარცხნილობა მუდამ მოდაშია. ამიტომ სეზონიდან სეზონზე რომელიმე დიზაინერის ჩვენებაზე მაინც გამოჩნდებიან მოდელები ამ ქალური ვარცხნილობით და ვარიაციებით ამ თემაზე.

image

Versace, Rocco barocco, Kristina Ti, Oscar de la Renta

დახვეული კულულები კიდევ ერთი ქალური ვარცხნილობა რეტროს მსუბუქი ელფერით. გვერდზე გადაწეული თმით შექმნილი ვარცხნილობა ყველაზე მოდური ვარიანტია.

image

Anna Sui, Cacharel, Chloe, Issa London

„ჩოლკა“

ამ სეზონის ჩვენებებზე მრავლად იქნა წარმოდგენილი ე.წ. „ჩოლკა“

image

Byblos, John Galliano, Hermes, Burberry

სტილისტებმა უპირატესობა მიანიჭეს შუბლზე ჩამოყრილ ჩამოსწორებულ, სხვადასხვა სიგრძის თმას.

მაღლა-მაღლა

კიდევ ერთი პოპულარული ვარცხნილობა მაღლა აწეული თმებია სისველის ეფექტით.

image

Issey Miyake, Rochas, Jean Charles de Castelbajac, Diane von Furstenberg

ფერადი რიგები

წითელი, ლურჯი, ვარდისფერი თმები სავსებით შეეფერება ასევე კაშკაშა პომადას და ჩრდილებს, რომელიც მრავლად იყო წარმოდგენილი პოდიუმზე.

თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია.

image

Peter Som, Narciso Rodriguez, Limi Feu, Issey Miyake

მამაკაცური სტილი

გვერდზე გადავარცხნილი პრიალა თმა პირდაპირი მინიშნებაა ანდროგენობაზე. ამ ვარცხნილობას მამაკაცური კოსტუმი შეეფერება.

image

Dona Karan; Dries van Noten; Derek Lam; Zeo maria Cornejo

კუდი

პოდიუმზე „კუდების“მრავალგვარობა იქნა წარმოდგენილი:დაბალი და ოდნავ გაშვებული ლენტებით, მაღალი და პრიალა, ფუშფუშა და წვრილი...მთავარია კუდი და დანარჩენი თქვენ ფანტაზიაზეა დამოკიდებული

image

Houses of Holland; Donna Karan; Temperley London; Victor Rolf

"კოსა“

კოსა თანდათან ჩრდილში გადადის, თუმცა მათი სხვადასხვა ვარიანტი პოდიუმზე მაინც გამოჩნდა.

image

Rachel Comey; Narciso Rodriguez; Bottega Veneta;YSL

ჩახვეული თმები ერთ-ერთი რთული ვაცხნილობაა, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გაიმეორებთ, თუმცა ის ძალიან ლამაზიც არის.

მსგავსი რეტროს სტილის ვარცხნილობა დიორის ჩვენებაზე იქნა წარმოდგენილი.

image

Dior; Giorgi Armani; United Bamboo; Limi Feu

5
10004
16-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
10004
  
2017, 28 ოქტომბერი, 12:24
ძალიან მომწონს მოკლე თმა მარა ყველას არ უხდება , უნდა გქონდეს გრძელი კისერი იდეალური ყურები და ლამაზი ცხვირი
2013, 11 აგვისტო, 16:24
ეს მოკლე ჩოლკები რა საშინელებაა !
2013, 25 იანვარი, 22:14
ძაან მოკლე ჩოლკა მომეწონა ♥
ძაან მოკლე თმები არ მომწონს.დანარჩენი კაია.
2012, 12 ივლისი, 9:43
მე მაქ ჩოლკები და ძალიანაც მომწონს
0 1 5