x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134585
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
დი სტეფანო: "არ მსურს ლიოვი "რეალში" ვიხილო"

მადრიდის "რეალის" საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ, კიდევ ერთხელ გამოხატა მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მიმართ ნდობა.

ალფრედო თვლის, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბს" მომავალ სეზონშიც უნდა უხელმძღვანელოს. ამავდრულოად, მოურინიოს წასვლა-არწასვლის საკითხი ჯერ გაურკვეველია. მანამდე, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟოზე "რეალს" შემდეგ სეზონშიც გაწვრთნის. როგორც ჩანს, თვითონ მწვრთნელიც არ არის ამის წინააღმდეგი. მოურინიოს წასვლის შემთხვევაში, არსებობს სხვადასხვა სპეციალისტების ვარიანტები. მათ შორის, გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცი იოაჰიმ ლიოვიც შედის.

"ღმერთმა ქნას, რომ მოურინიო "რეალში" დარჩეს. მე ლიოვს არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, ის გერმანიის ეროვნულ ნაკრებს მშვენივრად მართავს. თუმცა, არ მსურს იგი "რეალში ვიხილო" - ამბობს დი სტეფანო.

ინფორმაციის წყარო: As.com

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:იხუმრე
იხუმრე
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0