x
image
თამარი555
ცხრა პროდუქტი რომლითაც გახდომა შეიძლება
image 1. მწვანე ჩაი


მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტური თვისებების მატარებელია, რომელიც ხელს უწყობს დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლა, ებრძვის და შლის ცხიმებს ორგანიზმში.

იაპონელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ის საგრძნობლად ამცირებს ქოლესტერინს. ყოველ დღე ხუთი ჭიქა მწვანე ჩაის მიღება იწვევს წონის საგრძნობლად დაკლებას.



image 2. მოუხალავი ყავა




მწვანე, მოუხალავი ყავის მარცვლები ძალიან ეხმარება წონაში დაკლებას . იგი ამცირებს ორგანიზმში ინსულინის დონეს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ამერიკელი მეცნიერების კვლევის მონაწილეები, რომლებიც სვავდნენ მწვანე ყავის ექსტრატს 22კვირის განმავლობაში დაიკლეს საშუალოდ 7 კგ.



image 3. კვერცხი



კვერცხის თვისებაა სწრაფად დაანაყროს ადამიანი, რომელიც შედარებით ხანგრძლივად გრძელდება. კვერცხის ცილა ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში. აგრეთვე ქოლესტერინის შემცველობასაც არ წევს ორგანიზმში.



image 4.გრეიფრუტი



გრეიფრუტს მართლაც საოცარი უნარი გააჩნია ცხიმების დაშლის.

2004 წელს მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ ახდენს გავლენას გრეიფრუტი წონის დაკლებაზე, და დაასკვნეს, რომ თქვენ შესანიშნავად შეძლებთ წონის დაკლებას, თუ ჭამის წინ მიირთმევთ ნახევარ გრეიფრუტს. ის ამცირებს ინსულინს ორგანიზმში და კალორიებს გარდაქმნის ენერგიად და არა ცხიმად. ამას გარდა გრეიფრუტი შეიცავს იმ ნივთიერებას, რომელიც ებრძვის ონკოლოგიურ დაავადებებს.



image 5. ლობიო



არსებობს ნივთიერება-ხოლიცისტოკინონე. ეს არის ის ნივთიერება, რომელიც აპეტიტს ასუსტებს. როგორ შეიძლება ეს ასე სასარგებლო ნივთიერება მოვიპოვოთ?. უნდა მიირთვათ მარცვლეული კულტურის საკვები. ლობიო მათ შორის ძალიან სასარგებლოა. ის ასტაბილურებს შაქრის შემცველობას სისხლში და ასუსტებს აპეტიტს ადამიანში.



image 6.შავი წიწაკა



გადაეჩვიეთ ფიქრს იმაზე დაუმატოთ თუ არა მარილი თქვენს კერძს, უკეთესია დაუმატოთ შავი წიწაკა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პიპერინი-ნივთიერება, რომელიც წიწაკას თავის სპეციფიურ გემოს ანიჭებს ებრძვის რიგ დაავადებებს, რომელიც დაკავშირებულია ზედმეტ წონასთან. საქმე იმაშია რომ წიწაკა ბლოკირებას ახდენს ახალ ფორმულირებულ ცხიმის უჯრედებზე. წიწაკა ერევა გენების აქტივობაში, რომელიც აკონტროლებს ახალი ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას.

შავ წიწაკას ადრეულ საუკუნეებში იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის, ანთების და სხვა დაავადების სამკურნალოდ.


image 7.შოკოლადი


გიყვართ შოკოლადი? ახლა თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ. გამოკვლევამ აჩვენა რომ ვინც ხშირად მიირთმევს მას, შედარებით ნაკლები წონის მატარებელია. მიუხედავად მასში შაქრის და კალორიების შემცველობისა იგი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. უკეთესია მიიღოთ დაახლოებით 28 გრამი მუქი შოკოლადი დღეში.



image 8. მსხალი




მსხალი შეიცავს ნივთიერება-პექტინს, რომელიც ამცირებს შაქრის გადასვლას სისხლში. აგრეთვე მას შესწევს უნარი შეამციროს ქოლესტერინი და ხელი შეუწყოს წონაში დაკლებას.




image 9. კაკალი



რა თქმა უნდა კაკალი შეიცავს ცხიმს და კალორიებს, მაგრამ კვლევამ აჩვენა რომ ვინც მოიხმარდა ხშირად კაკალს, იგი უფრო დახვეწილი აღნაგობით გამოირჩეოდა. ამას გარდა იგი ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს და სასარგებლოა ორგანიზმისათვის.










2
329
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
329
  
2013, 5 მარტი, 13:38
გმადლობ
2013, 5 მარტი, 13:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2