x
image
DianaMaverick
13 წლის გოგონა რომელიც 50 წლის ქალს გავს.
image 13 წლის ზარა ჰარტსჰორნი კანის იშვიათი შემთხვევით, ლიპოდისტროფითაა დაავადებული, რის გამოც იგი მოხუცი ქალივით გამოიყურება და ეს ცხადია უამრავ პრობლემას უქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ძნელი წარმოსადგენია თუ რას ნიშნავს აიტანო როდესაც ხალხი ისე გიყურებს თითქოს ყველაზე მახინჯი იყო და ათასგვარ არასასიამოვნო სახელს წამოგაძახებენ, როგორიცაა ''ჩამომჭკნარ სახიანი'', ''მაიმუნი'', ან სულაც ''ბებია''-ს გეძახიან ყოველდღიურ ტრანსპორტსა თუ ქუჩაში, მაგრამ არავინ იცის თუ რა სჭირს ზარას და რა ელოდება წინ, რასაც მან გაცილებით უკეთესად უნდა გაუძლოს ვიდრე მისმა 40 წლის დედამ, ტრესიმ.


image

ის ამბობს რომ დაბადებისთანავე იცოდა მისი უმცროსი გოგოს დააავადების შესახებ რომელიც მას მემკვიდრეობით გამოჰყვა მისგან.ეს დაავადება მის ყველა შვილს სჭირს, თუმცა ზარას შემთხვევაში ყველაზე რთულადაა მდგომარეობა...


ტრესი მის დაცვას ახერხებდა სანამ სკოლაში სიარულს დაიწყებდა, ნამდვილი კოშმარი კი ამ დროს დაიწყო...აქ მას თანატოლები მასხრად იგდებდნენ და სცემდნენ კიდეც თუ ხმას შეუბრუნებდა.ბევრიც ჩერდებოდა და ისე აშტერდებოდნენ თითქოს მისი ბრალი ყოფილიყო რომ ამ ჯერ კიდევ უკურნებელი სენით დაავადებული დაიბადა.

imageimage












ლიპოდისტროფია კანის ქვეშ არსებული ცხიმოვანი ქსოვილების გაღიზიანებას იწვევს, რის შედეგადაც მიმდინარეობს კანის დაჩქარებული ტემპით შეუჩერებლივ ზრდა.ტრესის, რომელმაც იგივე საშინელება გამოიარა, როდესაც ზარას ასაკის იყო, სახეც დაიჭიმა მაგრამ ამან მხოლოდ 2 წელი გასტანა, მოგვიანებით ლიპოდისტროფიის მკაცრმა სიმპტომებმა კვლავ იჩინეს თავი და ამჯამად მას სიბერესთან ერთად ოპერაციისგან დარჩენილი ნაიარევიც კი ეტყობა.

image

თანამედროვე მედიცინა მას შემდეგ ძალიან განვითარდა და ტრესი ყველანაირად ცდილობს ზარას დაეხმაროს სანამ ძალიან გვიანი არაა.სამწუხაროდ, მისთვის ძალიან ძნელია სათანადოდ უმკურნალოს ზარას მხოლოდ და მხოლოდ თავისი შემოსავლით, თუმცა თუ განკურნების რაიმე გარანტია იარსებებდა, ის ყველაფერს გააკეთებდა ზარას გადასარჩენად ამ საშინელი სენისგან...

გთავაზობთ ვიდეოს:

4
116
4-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
116
  
2013, 13 ნოემბერი, 14:25
:) ხო,მეც გავიგე ამის შესახებ,შეყვარებული მგონი ისედაც ყავდა და მალავდა. :) წარმატებებს ვუსურვებ.
2013, 8 ნოემბერი, 16:33
ზარა უკვე 16 წლისაა, უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, რამაც ვერ განკურნა, მაგრამ შედარებით უკეთ გამოიყურება და შეყვარებულის გაჩენაც მოახერხა.
2013, 4 მარტი, 11:15
კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდა მედიცინას. ნაადრევად დაბერება..
0 1 4