x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სიმართლე ბალოტელის შესახებ და ასევე მისი სკანდალური გამონათქვამები!!! (+სურათები)
1.ბალოტელი დაიბადა ავადმყოფი და შესაძლებელი იყო, რომ ის დაღუპულიყო.მას ნაწლავების პრობლემა ჰქონდა და რამოდენიმე ოპერაციის შემდეგ ის მეორედ დაიბადა...

image

2.იცით, რომ 2006 წელს 15 წლის ბალოტელი სინჯებზე იმყოფებოდა ბარსელონაში? ბარსელონას ახალგაზდული გუნდის რიგებში 3 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც მწვრთნელის ყურადღება მიიპყრო და რეკომენდაცია გაუწია ბარსელონას ბალოტელთან კონტრაქტი გაეფორმებინათ, მაგრამ კონტრაქტი ჩაიშალა იმის გამო, რომ ბალოტელის აგენტმა გაცილებით მეტი თანხა მოითხოვა მისი ასაკის ფეხბურთელებთან შედარებით.( ესე აცდა ბალოტელი ბარსას..)

image


3. ორი კვირაც არ იყო გასული, რაც ბალოტელი იყო სიტიში გადასული, როდესაც მას ჩამოუყვანეს მანჩესტერში თავისი 120 000 დოლარიანი audi r8 და მალევე ავარიაში მოჰყვა. არავინ დაშავებულა, მაგრამ პოლიციელების გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ბალოტელის ჯიბეში 5 000 ფუტი ჰქონდა...როდესაც პოლიციელებმა ჰკითხეს რატომ ატარებდა ამდენ ფულს ჯიბით, მან უპასუხა: “იმიტომ, რომ მდიდარი ვარ“

image

4.როდესაც 2011 წელს იტალიის ნაკრები ხვდებოდა ფარერის კუნძულების ნაკრებს, ბალოტელისთვის ისეთი მოსაწყენი და უინტესო აღმოჩნდა საყურებლად, რომ ის სათადარიგო სკამზე იჯდა, ipad ეჭირა და თამაშობდა იტალია-ფარერების საფეხბურთო მატჩს.

image

5.პირველსავე წელს, როდესაც ბალოტელი მანჩესტერში გადავიდა საცხოვრებლად, მას უამრავი პარკირების ჯარიმები მოუვიდა, რომელიც 10 000 ფუნტს შეადგენდა და მისი მანქანა 27-ჯერ იქნა გადაყვანილი საჯარიმო სადგომზე.

image

სახელიც კი შაერქვეს: “პარკირების ოსტატი“

image

6.ერთხელ ბალოტელიმ 25 000 ფუნტი მოიგო კაზინოში და იქიდან გამოსულმა, 1000 ფუნტი აჩუქა კაზინოსთან ახლოს მჯდარ მათხოვარს.

7.დიდი ხანი უვლიდა და მერე საერთოდ სახლში წაიყვანა ბალოტელიმ კატა, რომელიც “სიტის“ ბაზასთან ყოველდღე მოდიოდა.image

8.ერთხელ ბალოტელი მანჩესტერის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ესტუმრა და სურვილი გამოთქვა გადაეხადა ყველა ბობლიოთეკის მომხმარებლის ჯარიმა, რომლებმაც წიგნი თავის დროზე ვერ დააბრუნეს. დირექციამ კატეგორიული უარი უთხრა, რის შემგედაც ბალოტელიმ 200 ფუნტი შესაწირში ჩააგდო და გავიდა ბიბლიოთეკიდან.


9.ერთხელ როდესაც ბალოტელი ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა, მან მთლიანი ავზის გავსების ფული გადაუხადა ყველა იღბლიანს, ვინც იქ იმყოფებოდა ბენზინის ჩასასხმელად.

image

ეხლა ცოტა ვიხალისოთ ბალოტელს სკანდალურ გამონათქვამებზე!!


“ბარსელონაში ვითამაშებდი თუ არა?? მე არ ვთამაშობ გოგონებთან ერთად“


“სილვიო ბერლუსკონი იძახის, რომ იტალიაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი “კასანო“ არის. ის ან იტყუება, ან კიდევ სილვიომ არ იცის ბალოტელის არსებობის შესახებ“


“როდესაც სიტის ქომაგები მღერიან სტადიონზე, ეს ჩემს გულზე ძალიან თბილად მოქმედებს.მინდა იცოდნენ სიტის ქომაგებმა, რომ

თუ ჩემს სახეზე ღიმილი არ არის, ის ჩემს გულშია“


“მანჩინი იძახის, რომ ზოგჯერ უნდა რომ მე დამარტყას...მაგრამ ის ვერ დამარტყამს იმიტომ, რომ მე ტაილანდურ კრივში ვარჯიშობ“


“მე ცუდი ბიჭი არ ვარ, მე უბრალოდ მორიდებული ვარ“


“რატომ ყოველთვის მე??“


“იცით რა უნდა გააკეთო როდესაც ჟურნალისტებს მეტისმეტები მოსდით? ისენი უნდა მოკლა“


“ვინც მე ახლოს არ მიცნობს, ყველას იდიოტი ვგონივარ“


7
489
13-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
489
  
2013, 2 მარტი, 2:22
ბალოტელ მაგრამ მანჩინმა კი გამოგიძახა ინტერიდან გარეთ, ამას რატომ აღარ ამბობ?
2013, 2 მარტი, 2:06
მაგარი კაცი :D
2013, 1 მარტი, 16:19
მაგარი კაცია ძააან :D
2013, 1 მარტი, 14:48
მაგარი კაცია :D
2013, 1 მარტი, 14:19
ბოლოს სწორი თქვა :D
0 1 7