x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
კრიშტიანუ - "კამპ ნოუს" მეფე

imageროგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა "კოპა დელ რეის" 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი, სადაც ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ. "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში "რეალმა" "ბარსა" გაანადგურა და 1-3 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა "თეთრების" სუპერ ვარსკვლავმა, პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. კრიშტიანუმ "ბარსასთან" ბოლო 6 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
შარშან წინდელი ესპანეთის "სუპერ თასის" ორ მატჩიან დაპირისპირებაში "ბარსასთან", სადაც "რეალი" ორი მატჩის ჯამში 5-4 დამარცხდა, კრიშტიანუმ იქაც გამოიჩინდა თავი და კუთხურიდან გოლი გაიტანა. შემდეგ იყო "კოპა დელ რეიზე" მატჩი, სადაც "რეალმა" "კამპ ნოუზე" 2-2 ითამაშა, ხოლო "ბერნაბეუზე" 2-1 დამარცხდა. რონალდუმ იქ გოლი გაიტანა, რომლითაც "რეალი" თამაშში დააბრუნა. საბოლოოდ, იმ სერიაში მან სულ 2 გოლის გატანა მოახერხა. ამის მერე იყო თამაში "ლა ლიგაში", სადაც კრიშტიანუმ გუნდს გამარჯვება მოუტანა (2-1) და ფაქტობრივად გადაწყვიტა ჩემპიონის ბედი გასულ სეზონში. იგი საოცარია...

ახლა, ამ სეზონის "სუპერ თასი", სადაც პორტუგალიელმა ისევ გამოიჩინა თავი და რეკორდი უფრო გაზარდა. მან ორი მატჩის ჯამში ორი გოლი გაიტანა და "რეალს" გამარჯვება მოუტანა. გუშინდელ მატჩში კი მან კიდევ ორი გოლი გაიტანა "ბლაუგრანას" და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი "კამპ ნოუს" მეფეა. პორტუგალიელმა სულ 19 "კლასიკოში" მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა.

5
184
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:shatoooo
shatoooo
184
  
2013, 7 მარტი, 20:36
ვერ ვიტანნნნ
2013, 1 მარტი, 17:08
ერთხელ ძლივს მოიგეთ და უკვე გაღმერთდით მადრიდელები?თქვენ თუ მეფეები ხართ ბარსა ღმერთი ყოფილა )))))))))))))))
2013, 1 მარტი, 17:07
მეფე არა ის რა ჩემი ფეხები ქნა 2 გოლი გაიტანა ისიც მსაჯის წყალობით.
2013, 28 თებერვალი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 27 თებერვალი, 21:51
მაინც არ მევასება ეს როჟაა რაც არ უნდა გააკეთოს მაგარი აფერისტი მარიაჟააა
0 1 5