x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"ბარსელონა" – "რეალი". ჟორდი როურა მატჩის წინ

imageსამეფო თასის 1/2 ფინალის გადამწყვეტი შეხვედრის წინ ჟორდი როურამ განაცხადა, რომ "ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია" და ამბობს, რომ გუნდი სათამაშო სტილს არ შეცვლის პირველ შეხვედრაში 1:1 თამაშის მიუხედავად: "ჩვენ ვერ ჩავჯდებით დაცვაში და ფრეზე თამაშს არ შევეცდებით. ჩვენი სტილი ყოველთვის შეტევაა. "რეალმა" პირველ შეხვედრაში გოლი გაიტანა, ამიტომაც ისინი ახლა ზემოთ პრესინგს შემოგვთავაზებენ. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ მზად ვართ".
პატივისცემა, მაგრამ არა შიში

როურამ აღნიშნა, რომ "სევილიასთან" გამარჯვების შემდეგ გუნდი სრულად მობილიზებულია "რეალთან" გასამართ მატჩზე: "შეხვედრები "რეალთან" ყოველთვის რთულია. ეს დიდი გუნდია დიდებული ფეხბურთელებით, ჩვენ კი გვსურს მოედანზე გასვლა, გამარჯვება და ფინალში გასვლა. ერთადერთი რასაც ვითხოვ არის ის, რომ ყველაფერი მოედანზე უნდა დარჩეს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს, როგორც ნებისმიერ სხვა გუნდს. პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, თუმცა არ ვღელავთ".

მესი მოტივირებულია ისე, როგორც ყოველთვის

ლეო მესის შესახებ ასევე ბევრი კითხვები დაუსვეს როურას, რომელმაც განმარტა: "ის ყოველთვის მოტივირებულია. არ ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მეტად მოტივირებულია, რადგან "რეალს" ვხვდებით. ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ასეთ შეხვედრებში. ის დიდებულად გამოიყურება და არ ვფიქრობ, რომ ახლა დაღლილია".

გულშემატკივრების მხარდაჭერა გადამწყვეტია

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ "ნოუ კამპი" სავსე იქნება და გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ წინ სრული მატჩები გველის "რეალთან" და "მილანთან", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპამდე წარმატებით მოსვლა მოვახერხეთ. ბოლო შეხვედრებში ბევრ გოლს ვუშვებთ, ახლა ამის გამოსწორებას ვცდილობთ, ამ გოლებზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება" – დაასრულა როურამ.

2
43
2-ს მოსწონს
ავტორი:shatoooo
shatoooo
43
  
2013, 26 თებერვალი, 14:43
დაბლოკავენ :)
2013, 26 თებერვალი, 13:41
ძმაო ხომ იცი დაგიბლოკავენ
0 1 2