x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ტურე: არავინ არ იცის რა მოხდება მომავალში

imageიაია ტურე ჯერ კიდევ არ არის იმედგაცრუებული და სჯერა, რომ "სიტის" კვლავ შეუძლია პრემიერ ლიგის მოგება.
"ჩელსის" წინააღმდეგ ანგარიში სწორედ იაია ტურემ გახსნა და გამარჯვებაც მოახერხა, მიუხედავად ამისა მისი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედს" კვლავ 12 ქულით ჩამორჩება.
სერ ალექს ფერგიუსონმა თითქმის დაიბრუნა ტიტული, მაგრამ ტურე თავის თანაგუნდელებს მოუწოდებს არ დაზოგონ თავები და სეზონის ბოლომდე იბრძოლონ.

"ჩვენ კმაყოფილები ვართ გამარჯვებით, რადგან ეს ჩვენთვისძალიან მნიშვნელოვანი იყო"._განაცხადა "სიტის ნახევარმცველმა.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მიმდინარე პოზიცია და ვეცადოთ ყველა მატჩი მოვიგოთ, რადგან კარგად ვიცით, რომ "იუნაიტედი" ცხრილის ზემო ნაწილში იმყოფება".

"აუცილებლად გვჭირდება 11 გამარჯვება, არავინ იცის რა იქნება მომავალში".

"ვიცით, რომ წინ რთული კალენდარი გვაქვს, რთული ვიდრე ჩვენს მეტოქეს. მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ეს პოზიცია და ვცადოთ ყველა მატჩში გამარჯვება, აუცილებელია, რომ არ დავკარგოთ ქულები".


0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:shatoooo
shatoooo
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0