x
image
K.P.
ჩვენ და ტყუილი, ანუ რატომ ვიტყუებით? (+ოქროს წესი: როგორ ამოვიცნოთ მატყუარა)

imageგაგიკვირდებათ, მაგრამ ტყუილი ადამიანის გაჩენის დღიდან ძალიან მალე გაჩნდა, მაცდურმა ევამ მოატყუა ადამი და ასე მოვდივართ დღემდე... სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანი დღეში ერთხელ მაინც ცრუობს. მატყუარა და ცრუპენტელა ადამიანებს საჯაროდ ვკიცხავთ, მოგვიანებით კი ჩვენ ვბაძავთ მას. რატომ ვიტყუებით? ალბათ იმიტომ, რომ ტყუილი უფრო ხელსაყრელია. თავად განსაჯეთ, რამდენიმეწუთიანი დაგვიანების შემთხვევაში როდის უფრო დაისჯებით: თუ გულწრფელად აღიარებთ, რომ ჩაგეძინათ, როდესაც აღიარებთ, რომ სარკეს ვერ მოსწყდით, თუ როდესაც ყველაფერს საცობებს დააბრალებთ. imageზოგჯერ ტყუილს ალტრუიზმით ვამართლებთ. წარმოიდგინეთ, გინდათ მუღლეს საყვარელი კერძი მოუმზადოთ, მთელი დღე დაუღალავად ფუსფუსებთ სამზარეულოში, ის კი წარბშეუხრელად გიცხადებთ, რომ კერძი უგემურია და დედამისისნაირი სადილების კეთებას ვერასდროს ისწავლით. ამ შემთხვევაში რას დაარქმევდით მის საქციელს გულწრფელ სიმართლეს, თუ უმადურობას? უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ტყუილი ის უტყუარი წამალია, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს. საოცარია, მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქალებიც და კაცებიც თანაბრად ცრუობენ... სანამ გადაწყვეტთ ტყუილის თქმას, კარგად დაფიქრდით რამდენად უვნებელია ის, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ერთ ტყუილს კიდევ რამდენიმე სიცრუეს ვუმატებთ, რათა მთავარი ტყუილი გავამყაროთ.imageროგორ ამოვიცნოთ მატყუარა? არ არსებობს ზუსტი მეთოდი, რომელიც 100%-ით მიგვახვედრებს გვატყუებენ თუ არა. მატყუარას საუბარს, როგორც წესი შეიძლება ერთვოდეს: ხმის კანკალი, ნერვული ხველება, მთქნარება, ტუჩების სიმშრალე, მძიმე სუნთქვა ან ოფლიანობა. ჟესტიკულაცია: მატყუარას აკლია თავდაჯერებულობა, გაურბის თვალებით კონტაქტს, ეხება საკუთარ კისერს, სახესა და ტუჩებს, ისწორებს ტანსაცმელს, ისრესს ხელებს, ისწორებს თმებს.image მოკლედ, რომ ვთქვათ, მატყუარას ჟესტიკულაცია ჩქარი და არაბუნებრივი ხდება. ცრუპენტელა ყოველთვის თავდაცვით პოზიციას იჭერს, ხოლო, ის ვინც სიმართლეს ამბობს შეტევაზე მიდის. მატყუარას ხშირად ეცვლება ხმის ტემბრი. თუ ფიქრობთ, რომ გატყუებენ გადაიტანეთ საუბარი სხვა თემაზე, თუ თქვენი მოსაუბრე არ გატყუებთ, ის აუცილებლად შეეცდება დაასრულოს ძველ თემაზე საუბარი. ნუ დაივიწყებთ, რომ არსებობენ პროფესიონალი მატყუარებიც, რომლებიც შესანიშნავად ფლობენ ტყუილის ხელოვნებას.

0
505
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0