x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
კრიშტიანუ რონალდო ბრუნდება

imageგუშინ ბრიტანულმა Daily Star-მა სუპერ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა და მას ალბათ სავსებით სამართლიანად უწოდა გამოცემამ World Exclusive. ტაბლოიდის ინფორმაციით, რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი აწარმოებენ აქტიურ მოლაპარაკებებს კრიშტიანო რონალდოს ნისლიან ალბიონზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. გამოცემა წერს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თავის ყოფილ კლუბში 55 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა კლუბმა 2009 წელს რონალდოში 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ტრანსფერის განხორციელებაში გადამწყვეტი ალბათ სერ ალექს ფერგიუსონის ფაქტორი იქნება, რომელსაც ფეხბურთელი თავის მეორე მამად მიიჩნევს. გარდა ამისა, მაღალი ხელფასი, რომლის გადახდაც კრიზისის პირობებში ესპანურ კლუბს გაუჭირდება, მანჩესტერი კი ამისთვის მზადაა. განიხილება კვირაში 220 000 ფუნტი მანამდე, სანამ უეფა ხელფასთან დაკავშირებით შესაძლო შეზღუდვებს არ შემოიღებს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ამერიკული გიგანტის General Motors-ის ფაქტორი, რომლის ერთერთი ბრენდი Chevrolet მომავალი წლიდან მანჩესტერის სატიტულო სპონსორი ხდება. ამერიკული ავტოკონცერნი მზადაა რეკლამის სანაცვლოდ სერიოზული შეთავაზება გაუკეთოს პორტუგალიელს.

0
565
7-ს მოსწონს
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0