x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134600
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
გრეიფრუტის სალათი ყველით
imageოთხი ულუფა

შემადგენლობა:

50 გ. ზეთისხილი

2 ცალი გრეიფრუტი


200 გ. რბილი ყველი;

ზეითუნის ზეთი 3 ს/კ

200 გ. პომიდორი

1 ჩ/კ ორეგანო (თავშავა)

მომზადება:

გრეიფრუტი გაფრცქვენით, დაჭერით თხელ რგოლებად. პომიდორიც დაჭერით რგოლებად. ყველი დაჭერით კუბიკებად

ზეთისხილი გადაწურეთ.

თეფშზე დააწყვეთ გრეიფრუტის რგოლები, შემდეგ პომიდორი და ყველი მორიგეობით, ისე რომ გვერდები ერთმანეთს ემთხვეოდეს.

სალათა ზემოდან მორთეთ ზეთისხილით.

ზეითუნის ზეთით, ორეგანოთი, მარილით და პილპილით მოამზადეთ სოუსი, მოასხით სალათს და შედგით მაცივარში 30 წთ.
სალათა შეგიძლიათ მიირთვათ ხორცის და თევზის კერძებთან ერთად.


0
38
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0