x
მეტი
  • 24.09.2017
  • სტატია:69543
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423127
შერონ სტოუნი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს

image

ამერიკული ინტერნეტფორუმები სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენ: ჰოლივუდის ვარსკვლავი, შერონ სტოუნი ოფიციალურად ითხოვს საართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. ბლოგერების მტკიცებით ამის შესახებ თავად შერონმა განაცხადა და დასძინა

გადაწყვეტილება პატარა, ძლიერი და მებრძოლი ქვეყნის მხარდასაჭერად მივიღეო. image
ინტერნეტფორუმებზე მიანიშნებენ, რომ ვარსკვლავი ასე პროტესტს გამოხატავს, რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ შერონ სტოუნის გადაწყვეტილების კომენტირება ცნობილ მსახიობს, რობერტ დე ნიროს სთხოვა. გთავაზობთ საუბრის ბეჭდურ ვერსიას.

„-შერონ სტოუნმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გეგმავს, რათა ამ პატარა ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადოს. რას იტყვით თქვენი კოლეგის გადაწყვეტილებაზე?

-უკაცრავად, გამიმეორეთ, თუ შეიძლება, რომელი ქვეყნის მოქალაქეობას ითხოვსო?image

-საქართველოს.

-საქართველო... ბუნდოვნად მახსოვს... აჰა, გამახსენდა. მე ნამყოფი ვარ მაგ ქვეყანაში და ისიც ვიცი, რომ ისინი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ რუსეთს ეომებოდნენ. საქართველოს მოქალაქეობაზე არც მე ვიტყოდი უარს, ამიტომ, შერონის საქციელი შემიძლია, მხოლოდ მოვიწონო.“

ეს ინფორმაცია საქართველოში საიტმა "droni.ge" გაავრცელა. ჯერ ოფიციალური განცხადება შესაბამის სტრუქტურაში არავის შეუტანია, შესაბამისად შერონ სტოუნი საქართველოს მოქალაქე არ არის. საინტერესოა რამდენად დააკმაყოფილებდა ჰოლივუდის ვარსკვლავი იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მისაღებადაა საჭირო.

16
4121
8-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
4121
  
2013, 13 თებერვალი, 23:04
ზღაპრების აღარ გვჯერა :))
2013, 12 თებერვალი, 1:57
ეგ შარშანდელი საპირველ აპრილო ხუმრობა იყო ავტორ..პრესა.გეზე იდოო:) წყარო მაინც მიგეთითებინა
2013, 10 თებერვალი, 22:52
30 ლარი :D
2013, 8 თებერვალი, 22:52
მეტი არაფერი არც დაგვრჩენია ფაქტიურად... :D
2013, 8 თებერვალი, 10:33
მოხარული ვიქნები თუ ჩამოვა ამ ადამიანისგან ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება როგორც ხელოვნების მხრივ ასევე ინტელექტუალურადაც განვითარდები იმიტომ რომ ძალიან განათლებული ქალია მივესალმები მის ჩამობრძანებას
2013, 8 თებერვალი, 4:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 8 თებერვალი, 2:55
"ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ" - რომელმა?
2013, 7 თებერვალი, 23:35
იდოლეს და შემოყრილ ჩინელებს თუ ვუძლებთ,ერთ შEრონსაც ავიტანთ როგორმე...:)
2013, 7 თებერვალი, 22:38
დიიიიიიდიიიი ტყუილია
2013, 7 თებერვალი, 21:39
ერთი ბოზით მეტი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10