x
image
t.x.
როგორ შევიტანოთ ბედ-იღბალში სასიკეთო ცვლილებები და როგორი იქნება წლევანდელი წელი ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის
imageიმ პროგრამაზე, რომელიც ადამიანის თავშია ჩაწერილი და დაპროგრამებული, დამოკიდებულია ბედის წყალობაც და იღბლიანობაც. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა დადებითი აზროვნება გამოიმუშავოს, რადგან ის წარმატებისა და ჯანმრთელობის გარანტიაა.
ენერგია, დრო, ძალა, ფული, რომელსაც რაიმე საქმეში დებთ, ყოველთვის დადებით შედეგს არ მოგიტანთ. ამიტომ, ყოველგვარი შედეგისთვის წინასწარ მოამზადეთ საკუთარი თავი. მაგალითად, მოთამაშე ადამიანმა კარგად იცის, რომ უიღბლობას აუცილებლად გამართლება მოჰყვება, მარცხს კი წარმატება შეცვლის. თუ თამაშიდან დროზე არ გამოხვალთ, ხელცარიელი დარჩებით და მოგებას წაგება შეცვლის

.მაშინ, როცა თუნდაც პატარა წარუმატებლობა დაიწყება, დროულად შეჩერება ისწავლეთ. სხვაგვარად შეიძლება, ბევრი წააგოთ. დიდი წარმატების შემდეგ კი ვარსკვლავები გირჩევენ, ტაიმ-აუტი აიღოთ და დროებით შეისვენოთ.

წარმატება იმასთან მიდის, ვინც მას იზიდავს. ბედის წყალობის შემთხვევაში მადლიერება გამოხატეთ, მაგალითად, დაასაჩუქრეთ თქვენი თავი ან ის, ვინც ამაში დაგეხმარათ.
თუ თავში უარყოფით აზრებს აღმოაჩენთ, სასწრაფოდ შეცვალეთ ის დადებითით. გარშემო კი იღბლიანი ადამიანები შემოიკრიბეთ. წარმატება, ისევე როგორც მარცხი, გადამდებია. ბედის მომდურავი ადამიანისგან მის უარყოფითს იღებთ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უიღბლო მეგობრებს და ახლობლებს ზურგი აქციოთ. უბრალოდ, ნაკლები დრო დაჰყავით მათ გვერდით.თუ არ იცით, როგორ გაიუმჯობესოთ სიტუაცია, მაშინ გეტყვით, რომ ყოველ წელს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ბედ-იღბალი და სასიკეთო ენერგეტიკა ამა თუ იმ სიტუაციაში მეტად მომატებულია. მაგალითად, ამ წელს:

imageვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს იღბალი სხვა ადამიანების ხელშეწყობით გაუღიმებთ, ეს კი მათ ფინანსურ შემოსავლებზე მოახდენს სასიკეთო გავლენას. ასევე, გაჩნდება ფულის მოზიდვის ახალი წყარო, რაც მათ იღბლიანობას ერთიორად გაზრდის.


imageკუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან იღბალი ნაცნობებისა და მეგობრების ხელშეწყობით მოვა. ამიტომ მათ გვერდით მეტი დრო დაჰყავით.



imageტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს წელს იღბალი გაუღიმებთ სამსახურებრივ სფეროში. ყური უგდეთ გარემოებებს და მოვლენებს. ნუ დაიზარებთ შრომას და კარიერულ წინსვლასაც მიაღწევთ.


imageკირჩხიბებს წელს იღბალი გაუღიმებთ უცხო მხარეში ან სწავლაში. ნებისმიერ შემოთავაზებაზე კარგად დაფიქრდით.




imageლომებს წელს კარგი შესაძლებლობები ექნებათ სამსახურებრივ სფეროში. შესაძლოა, იღბალმა ქონების გაზრდაზე იმოქმედოს. ამიტომ, ნებისმიერ საქმეს ფრთხილად, წინდახედულად და დაკვირვებით მიუდექით.


imageქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს იღბალს ახალი პარტნიორები მოუტანენ. თუ ვინმემ წელს რამე ერთობლივი საქმიანობა შემოგთავაზათ, უარს ნუ იტყვით, რადგან ეს სამომავლოდ დადებითად აისახება თქვენს ბედ-იღბალზე.


imageსასწორებს ამ წელს იღბალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაუღიმებთ. ასევე, მინიმალური შრომის ფასად, მაქსიმალურ შედეგებს მიიღებენ.



imageმორიელები ამ წელიწადში იღბლიანები იქნებიან სასიყვარულო კავშირებში. მათ მეტად უნდა გამოავლინონ ემოციები რომანტიკული ურთიერთობების დროს.



imageმშვილდოსნები კი იღბლიანები იქნებიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სფეროში. ასევე, ბედი გაუღიმებთ ფინანსური საკითხების მოწესრიგებაში. ამიტომ, წელს მეტი ინიციატივა და ყურადღება გმართებთ.


imageთხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის ეს წელი იღბლიანი იქნება ინფორმაციის მიღების მხრივ. ბედი გაგიღიმებთ სასურველი კავშირების დამყარებაში. ფორტუნა თქვენს მხარესაა, იმოქმედეთ თამამად. შესაძლოა, მეგობრების წყალობით სარფიან საქმეს მოჰკიდოთ ხელი.

image

მერწყულებისთვის ეს წელი იღბლიანია ფინანსური შემოსავლების მხრივ. სიახლეების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.




imageთევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ეს წელი იღბლიანია ახალი საქმის წამოსაწყებად. ამ წელს წამოწყებული საქმე თქვენს ბედში სასიამოვნო და დადებით სიახლეებს შემოიტანს. არ გაუშვათ ხელიდან ამ წლის შესაძლებლობები და იმოქმედეთ აქტიურად.

0
674
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
674
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0