x
image
t.x.
დედამიწას ისევ საფრთხე ემუქრება დღეს, 9 იანვარს

imageროგორც იქნა მშვიდად ამოვისუნთქეთ 21 დეკემბრის შემდეგ და აი, ისევ ახალი საფრთხე გამოჩნდა...

ასტეროიდი "აპოფისი" დედამიწას უახლოვდება.

პოტენციურად შემაშფოთებელი ასტეროიდი, (რომლის ნომერია 2004 MN4) უახლოვდება დედამიწას საშიში დაშორებით. ესაა 14, 46 მილიონი კილომეტრი. ეს მოხდება დღეს, 9 იანვარს 15:43 საათზე, გვაცნობებს NASA. ასტეროიდი "აპოფისი", წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას დედამიწისთვის.

ამაზე უფრო ახლოს კი 2029 წელს, აპრილში ჩაუქროლებს დედამიწას 300 მეტრიანი ასტეროიდი. როცა დაშორება დედამიწასა და ასტეროიდს შორის შეადგენს 36 ათას კილომეტრს, ეს უკვე იქნება სიმაღლე, რომელზეც მოთავსებულია საერთაშორისო გეონაციონალური თანამგზავრი.


როგორც სპეციალისტები აცხადებენ შესაძლოა აპოფისმა შეიცვალოს მიმართულება და 2036 წელს დედამიწას შეეჯახოს. დღეს მოახლოებულ ასტეროიდს დააკვირდება კამერა slooh space და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააკვირდეს უფასოდ საიტზე: slooh.com

შეგახსენებთ, რომ ასტეროიდი აპოფისი აღმოჩენილი იქნა 2004 წელს. ის მიეკუთვნება საშიშროების მეოთხე დონეს. ტურინის ათბალიანი სკალით ეს რეკორდულად მაღალი შეფასებაა, რომელსაც ახასიათებს დედამიწასთან შეჯახების საშიშროება. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ითვლის შედეგს, რამდენად შესაძლებელია ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება. Nasa-ს მონაცემებით დედამიწასთან შეჯახების ალბათობა შეადგენს 1:250 000.

2
291
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
291
  
2013, 10 იანვარი, 21:12
აგარ დაიგალეთ !!!!
2013, 9 იანვარი, 16:20
უკვე რაღაც 16:20 -ია
0 1 2