x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მკვლევარებმა პირველად დააფიქსირეს დელფინისა და კაშალოტის მეგობრობა
გერმანელმა ბიოლოგებმა აზორის კუნძულებთან კაშალოტების ჯგუფის უცნაური ქცევა დააფიქსირეს, რომლებმაც თავის ჯგუფში დელფინი მიიღეს. დელფინს აღენიშნება ხერხემლის დეფექტი. image


კაშალოტების (Physeter macrocephalus) ჯგუფი , მეცნიერებმა კუნძულ პიკოსგან 15-20 კილომეტრში აღმოაჩინეს. რამოდენიმე ზრდასრულ კაშალოტსა და მათ ნაშიერებს შორის ასევე იყო ზრდასრული დელფინი (Tursiops truncatus) მოხრილი ხერხემლით. ის ეთამაშებოდა კაშალოტებს, როგორც ამას პატარა დელფინები აკეთებენ. კაშალოტებიც თავის მხრივ არ ეწინააღმდეგებოდნენ მას და მეგობრული ურთიერთობით პასუხობდნენ.image


ასეთი სახეობათშორი მეგობრობა ძალიან იშვიათად გვხვდება, კაშალოტსა და დელფინს შორის კი პირველად დაფიქსირდა. ეს მეგობრობა გასაოცარია იმის გათვალისწინებით, რომ დელფინების გუნდი ხშირად ესხმის კაშალოტებს და დევნის მათ.


მეცნიერები თვლიან, რომ კაშალოტების ჯგუფში დელფინი თავშესაფრის ძიებამ არ მიიყვანა (მტაცებლები ამ წყლებში თითქმის არ არსებობს). სავარაუდოა, რომ ფიზიკური დეფექტის გამო დელფინი სწრაფად ვერ ცურავს და მან ალტერნატიული "საზოგადოება იპოვა". image



დელფინები ცნობილი არიან თავისი სოციალური ორგანიზაციის სირთულით. ახლახან მეცნიერებმა დელფინებში აღმოაჩინეს თანადახმარების ჯგუფები, რომლებსაც "დელფინების მაფია" ეწოდა. ასეთი ჯგუფების შეხვედრა ხშირად მასიური ჩხუბით სრულდება.

2
68
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
68
  
2013, 26 იანვარი, 2:01
ძალიან მომეწონა.
2013, 25 იანვარი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2